Sponsored Content

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-12 თბილისიმარათონი გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკის ჩართულობით და კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, 2023 წლის 1 ოქტომბერს, თბილისიმარათონი გაიმართა.

თბილისიმარათონმა სტარტი რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღო. ის 3 გარბენისგან შედგებოდა:

  • ნახევარმარათონი -21,097 კმ;
  • 10 კილომეტრიანი გარბენი
  • და ბავშვთა გარბენები - 6-11 წლამდე - 500მ და 11-15 წლამდე - 1,2კმ.

მარათონის მონაწილეებმა წელსაც საქველმოქმედო მიზნებისთვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ირბინეს. ამჯერად, ღონისძიებიდან შემოსულ თანხას "ჰაიდელბერგცემენტი" კასპის სოციალური სერვისის 6–18 წლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას მოახმარს და ადგილობრივად ხელმისაწვდომი გახდება ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების მიღება, როგორებიცაა შშმ ბავშვთა დღის ცენტრი, რეაბილიტაცია/აბილიტაცისა და ადრეული ინტერვენციის პროგრამები.

ცნობისთვის, თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს.

წლევანდელ გარბენში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა შორის იყვნენ უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსის, ასევე სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია. შესაბამისად, ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, RaceResults-ის ოფიციალური სისტემით ხდება.

Related Topics

სიახლეები

შალვა კაკაურიძე - საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი Cloud-ინჟინერი

"ყოველთვის ყველაზე რთულ და გამომწვევ პროექტებს ვირჩევდი, რაც მეხმარებოდა თვითგანვითარებასა და კომფორტის ზონის მიღმა გასვლაში", − შალვა კაკაურიძე.

ინდუსტრიული ტრენდები

ღია ბანკინგი და ბანკების მომავალი

ღია ბანკინგი გაამარტივებს ფინანსებზე წვდომას და საბანკო სისტემას გახდის მეტად გამჭვირვალეს

მენეჯმენტი

და თქვენთან რა ღირს?

თანამშრომელი − გაუმართლებელი ხარჯი თუ სტრატეგიული ინვესტიცია

სიახლეები

ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

ციფრული მარკეტინგული სააგენტოების როლი თანამედროვე ბიზნესებისთვის. SEO, SEM, ვებ-დიზაინი და ბრენდინგი ონლაინ ბიზნესებისთვის

Business News

ALLGOOD - ქეითერინგ ბრენდი გუდვილისგან

სამზადისიდან სუფრამდე, ყველაფერი კარგად იქნება