Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში Grand Mall გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა ერთი წლის წინ EBRD-თან Batumi Grand Mall-თან ერთად ხელი მოაწერა პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი უკვე გაიხსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ევროა, სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდა.

მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ენერგოეფექტიანი დანადგარებისა და სამშენებლო მასალებისთვის კომპანიამ დამატებით მიიღო გრანტი EBRD-ის FINTECC პროგრამის ფარგლებში, რომლის დონორებიც არიან ევროკავშირი და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი.

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და EBRD-ის ხელშეწყობით, ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრის გაიხსნა, რომლის საიჯარო ფართობიც 24 000 კვ.მ.-ია. ახალ მოლში წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ბრენდი მათ შორის, Massimo Dutti, ZARA, Mango, Stradivarius, Tommy Hilfiger, Gant, Guess, Armani Exchange და სხვა. მოლში განთავსებული იქნება, როგორც კვების ობიექტები და კინოთეატრი, ასევე ფიტნეს და საბავშვო გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა ენერგოეფექტიანია, რომელიც ენერგიის მოხმარებას 35% - ით შეამცირებს", – განაცხადა Batumi Grand Mall-ის ინვესტორმა, ამირან დარჩიძემ.

"საქართველოს ბანკის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ტურისტულად მიმზიდველ რეგიონებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება EBRD-თან Batumi Grand Mall-თან პარტნიორობა, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ტურიზმის მხარდაჭერას. ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ამ დროის მონაცემებით, ახლადგახსნილ მოლში 1000 ადამიანი დასაქმდება", – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ.

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი