Sponsored Content

საქართველოს ბანკის ბიზნეს ნაკრები L — საბანკო სერვისები და შეღავათიანი ტრანზაქციები მსხვილი ბიზნესებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმატებული ბიზნესის შექმნას საწყის ეტაპზე დიდი შრომა და რესურსი სჭირდება, თუმცა ფინანსების მართვა და კონტროლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა ბიზნესი დიდ მასშტაბებს აღწევს. ბიზნესების საჭიროებებისა და ყოველდღიური საქმიანობის გამარტივების მიზნით, საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტი — ბიზნეს ნაკრები შექმნა. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს 4 ნაკრებიდან — სასტარტო, S, M და L — სასურველის არჩევა უკვე შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი ბიზნესის მფლობელი ხართ, ტრანზაქციებს ყოველდღიურად ახორციელებთ და შედარებით დიდი რაოდენობის თანხის განაღდებაც ხშირად გჭირდებათ, მაშინ თქვენს საჭიროებებს ბიზნეს ნაკრები L იდეალურად მოერგება.

ბიზნეს ნაკრები L შესაძლებლობას გაძლევთ, ბიზნესისთვის სპეციალური შეღავათებითა და უპირატესობებით ისარგებლოთ. L ნაკრებით შესაძლებელია ბანკომატით თანხის მომენტალურად განაღდება, რომლის დღიური ლიმიტიც 50 000₾-მდეა, თვეში კი ბანკომატიდან 30 000₾-მდე განაღდებას უფასოდ შეძლებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოითხოვოთ 3 ციფრული და 3 პლასტიკური ბარათი, ისარგებლოთ მულტისავალუტო ანგარიშებით და, რაც მთავარია, ვალუტის სპეციალური კურსით.

იმის შესახებ, თუ რამდენად მოსახერხებელია საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტები ბიზნესის მართვის პროცესში, ცნობილი ქართული ბრენდის, Gepherrini-ის, დამფუძნებელი და დირექტორი, ილია გეფერიძე, საუბრობს.

"გეფერინი 2014 წელს შეიქმნა. იდეა გვქონდა, შექმნილიყო ისეთი წარმოება, რომლის ანალოგიც საქართველოში არ იყო. ძალიან მოგვწონდა საფეიქრო მიმართულება და სწორედ ამ მიმართულებაში ავარჩიეთ ჩანთების წარმოება. დღევანდელ რეალობაში, ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული არხების გამოყენება და მასთან ადაპტირება. ჩვენ უკვე 8 წელია, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკს ვიყენებთ და ვთვლით, რომ ძალიან დახვეწილია. ყველაზე მეტად მომწონს შეთავაზებები, რომლებიც ციფრულად შეგიძლია მიიღო და გამოიყენო, მაგალითად, სესხის აღება", — ამბობს ილია გეფერიძე.

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ბიზნეს პაკეტ L-ის მეშვეობით ტრანზაქციების მიმართულებითაც არაერთ შეღავათსა და უპირატესობას სთავაზობს. როგორც ილია გეფერიძე აღნიშნავს, ტრანზაქციებს ყოველდღიურად ახორციელებს და თუ თქვენი ბიზნესიც მსგავსი საჭიროების წინაშეა, ბიზნეს ნაკრები L შემდეგი მიზეზების გამო უნდა გააქტიუროთ:

  • ლარის გამავალ გადარიცხვებზე (10,000 ლარამდე) 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ;
  • სხვა ბანკში გარანტირებული გადარიცხვის საკომისიო ფიქსირებულია (35 USD /45 EUR
  • ფიქსირებულია საკომისიო უცხოური ვალუტის გადარიცხვისას სხვა ბანკში (15 USD /15 EUR).

"ლარში გადარიცხვებს ყოველდღიურად ვახორციელებთ. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გადარიცხვებს, ჩვენს მომწოდებელთან გადარიცხვა თვეში რამდენჯერმე სრულდება. თანხის განაღდება კი ძალიან იშვიათ შემთხვევაში გვჭირდება, რადგან თითქმის ყველა ოპერაცია ციფრულ გადარიცხვებზეა გადასული. ამ მომენტში მომხმარებელთა მოსაზიდად ვიყენებთ სოციალური მედიის Ads Manager-ს და Google Ads-ს. ახალი პლატფორმის გაჩენა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დამატებით მოვიძიოთ ახალი მომხმარებლები, ვფიქრობ, ძალიან კარგი საშუალება იქნება", — დასძინა ილია გეფერიძემ.

თუ ახალი მომხმარებლების მოზიდვა თქვენი ბიზნესის მიზანიცაა და ჯერჯერობით საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით არ გისარგებლიათ, ბიზნეს ნაკრები L ამ შესაძლებლობასაც გთავაზობთ.

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძლებლობები კიდე უფრო გაიზარდა და თქვენი ბიზნესის პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზება ახლა უკვე 1 300 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის შეგიძლიათ. მომხმარებელთაგან სასურველ სეგმენტს თავად ირჩევთ და იმასაც თქვენ განსაზღვრავთ, რა ტიპის შეთავაზება გაუკეთოთ.

იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს, ბიზნეს ნაკრები L-ის არჩევის შემთხვევაში, საქართველოს ბანკისგან მრავალფეროვანი ბიზნესშეთავაზებები გელოდებათ. ბიზნესშეთავაზებების ფარგლებში, შეგიძლიათ საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ სერვისებზე ფასდაკლებით ისარგებლოთ, გაიაროთ ინდივიდუალური ბიზნესქოუჩინგის კურსი და სხვა. ბიზნესშეთავაზებების სრულ სიას აქ ნახავთ, ხოლო ბიზნეს ნაკრებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ბანკის ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

სასურველი ბიზნეს ნაკრების გააქტიურების ან განახლებისთვის ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ბიზნეს ინტერნეტბანკს.