Get All Access for $5/mo

''საქართველოს ბანკისა'' და ''TBSC Consulting''-ის მხარდაჭერით ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსი იწყება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით, "საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021" იწყება. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას, რაც რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად მიიღწევა. ღონისძიება აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით ხორციელდება.

"საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021"-ში 8 პარტნიორი უნივერსიტეტის გუნდია ჩართული, დამატებით 4 გუნდი კი ღია რეგისტრაციის ფარგლებში, პრეზენტაციების საფუძველზე შეირჩევა. შეჯიბრება სამ ეტაპად გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გუნდები ჰარვარდის ბიზნესქეისზე იმუშავებენ, შედეგებს კი საქართველოში მაღალი რანგის მენეჯერებს წარუდგენენ.

ფინალურ ღონისძიებაზე სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი - 11 000 ლარით, მეორეზე - 6 000, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი - 3 000 ლარით დასაჩუქრდება.

მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და წარმატებული მენეჯერები ჩაუტარებენ ტრენინგებს, მათ შორის:

  • პოლ კლარკი - მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული (Stanford და Chicago Booth), 40 წლიანი გამოცდილება ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში მსოფლიოს მსხვილი კომპანიებისათვის (მაგ: Lufthansa). TBSC Consulting-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
  • ჯაბა შალამბერიძე - ჰარვარდის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებული. ექვსწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით საცალო ვაჭრობის სექტორში. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის, Bain & Company-ის კონსულტანტი ჩიკაგოს ოფისში. TBSC Consulting-ის ყოფილი კონსულტანტი.
  • თამუნა პაპავა - Fulbright/Bank of Georgia-ს სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებული. ოთხწლიანი გამოცდილებით ამაზონის სათაო და ლონდონის ოფისებში პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე. TBSC Consulting-ის ყოფილი კონსულტანტი.

მონაწილეებს ასევე მენტორობას გაუწევენ წარმატებული ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები:

  • ანა ქურხული (სტენფორდის ბიზნეს სკოლის მაგისტრი '21),
  • ანა მამუკელაშვილი (კოლუმბიის ბიზნეს სკოლის მაგისტრი '20)
  • ლევან მჟავია (Tuck-ის ბიზნეს სკოლის მაგისტრი '21)
  • ლუკა კაჩუხაშვილი (Chicago Booth-ის მაგისტრი '22)
  • ანა სუხიშვილი (Fullbright MFin Scholar არიზონას უნივერსიტეტი '17)

აპლიკაციების მიღება 19 ნოემბრის 15:00-მდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ngb6TB

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2019 წელს, TBSC Consulting-ის ინიციატივით დაიწყო. TBSC Consulting-ი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 18 წელია ოპერირებს და ორგანიზაციებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, მათ შორის: დივერსიფიცირებული ქართული კომპანიები, უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური მისიები, დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია