საქართველოს ბანკისა და EBRD-ის დახმარებით კომპანია "დეილი" 50 ახალ ფილიალს გახსნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ბიზნესების გაძლიერებას. ამ მიზნით, ბანკმა და EBRD-მა მაღაზიების ქსელ "დეილისთან" ერთად პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შედეგადაც კომპანია 50 ახალ მაღაზიას გახსნის.

პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონ ლარს აღემატება, რაც სრულად ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება.

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით დასავლეთ საქართველოში ახალ მაღაზიებს გავხსნით. კომპანია "დეილი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ამ დრომდე კომპანია ჯამში 158 ფილიალს აერთიანებს. აქედან 1 მაღაზია თბილისშია, 16 აღმოსავლეთ, ხოლო 141 დასავლეთ საქართველოში, რომელსაც კიდევ 50 ახალი მაღაზია 2023 წლის ბოლომდე შეემატება. ჩვენს მაღაზიათა ქსელში შერეული პროდუქცია იყიდება, თუმცა გვაქვს საკუთარი წარმოების საკონდიტრო და სამზარეულოს ხაზი, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ახალ ფილიალებშიც შევთავაზებთ", - განაცხადა კომპანია "დეილის" დირექტორმა, დავით კუხალაშვილმა.

"საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკის, EBRD-ისა და კომპანია "დეილის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისა და რეგიონული განვითარებისკენ არის მიმართული. კომპანია "დეილი" დასავლეთ საქართველოში 50 ახალ მარკეტს გახსნის, რაც ბიზნესის გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის წახალისებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ სვანიძემ.

"მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ბიზნესს, რომელიც საკმაოდ მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, EBRD-სა და კომპანია "დეილის" შორის Skills in Business და FINTECC გრანტების შესახებაც გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებაში, არსებული თანამშრომლების გადამზადებაში და გამოცდილი სამუშაო ძალის შენარჩუნებაში. კომპანიას ასევე დაეხმარება გრანტები, რათა შეიძინოს ახალი და ენერგოეფექტური დანადგარები", - განაცხადა EBRD-ს კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი