Sponsored Content

საქართველოს ბანკმა Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances ("CARTA")-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეცხრე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.

"ჩვენს სანდო პარტნიორთან - Citi-სთან გაფორმებული შეთანხმება დიდ როლს თამაშობს კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციებში. ჩვენ Citi-სთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს სავაჭრო დაფინანსების მიმართულებით. აღნიშნული ხელშეკრულება კი CARTA-ს ფარგლებში გაფორმებული მეცხრე შეთანხმებაა, რომელიც გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას და შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები და შევქმნათ მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად მორგებული ფინანსური შესაძლებლობები ვაჭრობის დაფინანსების კუთხით. მსურს, მადლობა გადავუხადო Citi-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის", - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

"ჩვენ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან - საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Citi-ს მხრიდან არა მხოლოდ მომხმარებლების ბიზნეს საქმიანობისა და ზრდის ამბიციების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ ურყევ და გრძელვადიან მხარდაჭერას", - აღნიშნავს ემრე უმუთი, Citi-ს ფინანსური ინტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

Related Topics

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

სიახლეები

რას გვთავაზობს Marriott International საქართველოში

ინტერვიუ ალექსანდრე კვარაცხელიასთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

რა აკლია ქართველს?

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ

ინსპირაცია

"გსურთ, რომ ცნობილი იყოთ?.."

ბოზომა სენტ ჯონი ისეთი მაღალი დონის კომპანიების მარკეტოლოგი იყო, როგორებიც არიან Netflix, Uber და Apple. "თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ", − ამბობს ის, − "საკუთარი თავის მარკეტინგის არ უნდა მოგერიდოთ".