Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკმა Euromoney-სგან საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney-მ, საქართველოს ბანკი "Best Bank in Georgia 2021"-ის კატეგორიაში "Euromoney Award for Excellence" - ის გამარჯვებულად დაასახელა. გადაწყვეტილების მიღებისას, Euromoney-ს რედაქტორებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა: ბანკის საბაზრო პოზიცია და წილი, მომსახურების ხარისხი, ახალი პროდუქტები, ინოვაციები და სხვ.

"მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ Euromoney-მ საქართველოს ბანკი წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ეს ჯილდო საქართველოს ბანკის მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. Euromoney-ის მიერ სრულყოფილების ჯილდოს მიღება ჩვენთვის ერთდროულად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, მათ უკუკავშირზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტებისა თუ სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებასა და ციფრული ინოვაციების დანერგვას ",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

"საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა ტექნოლოგიებში დიდი როლი ითამაშა COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის დაძლევაში - ხელი შეუწყო ბანკის ზრდასა და მდგრადობას. სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გამო, საქართველოს ბანკს უკვე მეორედ გადაეცა საქართველოში წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო", - აცხადებენ Euromoney-ში.

Euromoney-ის ჯილდო, რომელიც 1992 წლიდან გაიცემა, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება. ის მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას და საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. წელს Euromoney-მ ბანკებისგან 1,000-ზე მეტი განაცხადი მიიღო. "Best Bank in Georgia 2021"-ის კატეგორიაში "Euromoney Award for Excellence"-ის ჯილდო კი საქართველოს ბანკმა დაიმსახურა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია