Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100%-იანი გრანტის მფლობელ 7 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ 7 სტუდენტს, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.

მარია მასხარაშვილი, მარიამ ენდელაძე, გვანცა ხვედელიძე, ლიზა ტაბეშაძე, ლუკა მესხი, არჩილ ჯანელიძე, ნოდარ გორგოძე- ეს ის სტუდენტები არიან, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. სტიპენდიანტები მედიცინის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

"საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთერთი უცვლელი პრიორიტეტია. მიგვაჩნია რომ, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი. სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ, მიაღწიონ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ კარგ ექიმებად, ბიზნესმენებად, მაღალკვალიფიციურ კადრებად, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში",- განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული