Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკმა BARTA-ს წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მიიღო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა მსხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში BARTA 2021-ის ჯილდო მოიპოვა. საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის (BARTA) კონკურსი საქართველოში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი კომპანიებში წლიური ანგარიშის ხარისხის და გამჭვირვალობის ამაღლებაა.

კონკურსში 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, თითოეულ კატეგორიაში კი ერთი გამარჯვებული დასახელდა. აღნიშნული კატეგორიებია: მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, მსხვილი არასაფინანსო ორგანიზაციები, მცირე და საშუალო კომპანიები და მდგრადი განვითარების ანგარიში. წელს თითოეულ კატეგორიას საპატიო ჯილდოებიც დაემატა.

გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორიცაა ბრენდი, მომხმარებელთა შორის რეპუტაცია და სხვა.

"კომპანიების გამჭვირვალობა და ხარისხიანი ანგარიშგება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძვლად რჩება. აღნიშნული საქართველოს მიმდინარე რეფორმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც მიმართულია ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ. განსაკუთრებით მიხარია, რომ BARTA საფინანსო და არასაფინანსო ანგარიშგების სფეროში გლობალური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ფართოვდება და ვითარდება. გამჭვირვალობის შემდგომი ამაღლება და სამეწარმეო გარემოს გაძლიერება საქართველოს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის", - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.

ინფორმაციისთვის, BARTA 2019 წელს, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. BARTA მიზნად ისახავს ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობას და კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას. ასევე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლებას ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

რევოლუცია "შავი ლომისგან"

"ჩვენ მომხმარებლის გემოვნება შევცვალეთ"