Sponsored Content

საქართველოს ბანკსა და სასკოლო ლიგას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი არა ერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა სასკოლო ლიგასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - ტურნირები ჩატარდება, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, ქუთაისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში გაიმართება. შედეგად, მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 14 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მიიღებს.

"საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების შესაძლებლობების, ამიტომ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის გამოვლენას, მათ შორის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სასკოლო ლიგასთან გაფორმებული მემორანდუმიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მივცეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოსწავლეებს, მოვახდინოთ მათი მოტივაცია, და ვუბიძგოთ მუდმივი განვითარებისკენ. რაც მომავალში დაეხმარება მათ, შექმნან უკეთესი, უფრო ჯანსაღი მომავალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ლიგა მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც, რაც ნიშნავს, რომ 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საკუთარი თავის გამოვლენის და უნარების განვითარების შესაძლებლობა", - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

Related Topics

სიახლეები

შალვა კაკაურიძე - საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი Cloud-ინჟინერი

"ყოველთვის ყველაზე რთულ და გამომწვევ პროექტებს ვირჩევდი, რაც მეხმარებოდა თვითგანვითარებასა და კომფორტის ზონის მიღმა გასვლაში", − შალვა კაკაურიძე.

მენეჯმენტი

და თქვენთან რა ღირს?

თანამშრომელი − გაუმართლებელი ხარჯი თუ სტრატეგიული ინვესტიცია

სიახლეები

"Park Boulevard" Sales have begun!

The multifunctional, large-scale complex contains 17 residential buildings

ინდუსტრიული ტრენდები

ღია ბანკინგი და ბანკების მომავალი

ღია ბანკინგი გაამარტივებს ფინანსებზე წვდომას და საბანკო სისტემას გახდის მეტად გამჭვირვალეს

Business News

ALLGOOD - ქეითერინგ ბრენდი გუდვილისგან

სამზადისიდან სუფრამდე, ყველაფერი კარგად იქნება

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი