Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკში საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობას ყველა ბიზნესი შეძლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და მისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ახალ პროგრამას იწყებს. ბანკი "აწარმოე საქართველოს" "საკრედიტო-საგარანტიო სქემაში" ერთვება, რომლის მიზანიც ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა.

პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას გულისხმობს და მათთვის დაფინანსების ახალ შესაძლებლობებს იძლევა. პროგრამის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესები, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები, მიიღებენ საკრედიტო გარანტიას ძირი თანხის 90%-მდე.

სქემა ბიზნესებს უკვე არსებული სესხის რესტრუქტურიზაციასაც სთავაზობს. რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში პროგრამა საკრედიტო გარანტიის 30%-ის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს შეადგენს. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა 10 წელია.

"ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ერთვება. პროგრამა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება მცირე და საშუალო საწარმოებს ფინანსურ რესურსზე წვდომის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და განვითარების რეალურ შანსს აძლევს, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5ee714878637e53c8689ce0e

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ