საქართველოს ბანკთან პარტნიორობით "ციტადელი" საქმიანობას აფართოებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით "ციტადელი" საქმიანობას აფართოებს.

კომპანია მომხმარებელს 30-მდე კატეგორიის, საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო-სარემონტო მასალებსა და ტექნიკას სთავაზობს, მათ შორის: საყალიბე სისტემებს, კოშკურა ამწეებს, ჰიდროიზოლაციას, თბო და ხმის იზოლაციას, უსაფრთხოების სისტემებს/აქსესუარებს, ელექტროობას, განათების სისტემებს, ლამინირებული იატაკის ფილებს, ბაღის აქსესუარებს, ფანერებს და ა.შ.

""ციტადელს" მომხმარებელთან ურთიერთობის რამდენიმე მიმართულება აქვს არჩეული, ესენია: დისტრიბუცია, საცალო, ონლაინ და კორპორატიული გაყიდვები. ჩვენი პრიოტიტეტი მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: ROCKWOOL, SVEZA, PERI, ICOPAL, PENOPLEX, TGM, COMANCA და სხვა", - განმარტავს ციტადელის ფინანსური დირექტორი, ირაკლი შეყილაძე

"2001 წლიდან "ციტადელი" სამშენებლო სფეროში მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, იმისათვის, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნას. საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შევძელით ნდობასა და ხარისხზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება ჩვენს მომხმარებელთან. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები, შევინარჩუნოთ ლიდერი კომპანიის სტატუსი და გავზარდოთ პარტნიორთა რიცხვი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე", - აცხადებს ირაკლი შეყილაძე.

"ციტადელი" ამჟამად თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში რვა სავაჭრო სივრცეს აერთიანებს და 250 -ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. პროდუქტის რეალიზაციას კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სომხეთში ახორციელებს. "ციტადელის" პროდუქციით შესრულებულ პროექტებს შორისაა "TWIN TOWERS", "სითი მოლი", "რედკო გუდაური", "თბილისი გარდენს", "M3 საბურთალო", "არქი ფიჭვები" და სხვ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი

Business News

მიტანის სერვისი დრონებით - ინოვაცია ქართულ ბაზარზე

Waiter Call-ის ინოვაციური შესთავაზება მომხმარებლებს

Business News

Trio Dighomi – Trio Group-ის ახალი პრემიუმ პროექტი

Trio Dighomi-ის მშენებლობა თბილისში, დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება