Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ibis Budget-ი გაიხსნა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ახვლედიანის ქუჩაზე, საერთაშორისო, ბიუჯეტური ბრენდის, Ibis Budget-ის სასტუმრო გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 8.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს ბანკის მიერ პროექტის მხარდასაჭერად 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო 158 ნომერს, კეთილმოწყობილ ეზოს, საფეხმავლო ბილიკებსა და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. Ibis Budget-ის სასტუმროს ჯამური სამშენებლო ფართი 4 700 მ2-ია, შენობა 5 სართულიანია და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

ამჟამად Ibis Budget-ი 40-მდე ადამიანს ასაქმებს.

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და Beta Group-ის თანამშრომლობის შედეგად, თბილისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდის სასტუმრო შეემატა. Ibis Budget-ი ფრანგული ბიუჯეტური სასტუმროს ბრენდია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 24 ქვეყანაში, 600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ საქართველოში საერთაშორისო და თანაც ბიუჯეტური სასტუმროების ქსელის შემოსვლას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და წაახალისებს პანდემიის შემდგომი პერიოდის ეკონომიკას",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"