საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ''ნუზლი'' წარმოებას აფართოებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ნატურალური ზეთის მწარმოებელი "ნუზლი" საქმიანობას ავითარებს. ბანკის მიერ გაცემული 100,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, კომპანიამ საჭირო დანადგარები შეიძინა, ხოლო ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მხრიდან დამატებით 50,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
"ნუზლი" ცივი დაწნეხით მიღებულ 100%-ით ნატურალურ კაკლისა და მზესუმზირის ქართულ ზეთს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში ხორციელდება.
"ნუზლი" საქართველოში პირველი ბრენდია, რომელიც ცივი დაწნეხით დამზადებულ ზეთს აწარმოებს. მსგავსი ტექნიკა უზრუნველყოფს, რომ პროდუქციამ შეინარჩუნოს ვიტამინები და ჯანსაღი ნივთიერებების სტრუქტურა. პროექტი საქართველოს ბანკის 70%-იანი ინვესტიციით წამოვიწყეთ და დროსთან ერთად, მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი ინტერესის საფუძველზე, გადავწყვიტეთ არ გავჩერებულიყავით და გაგვეგრძელებინა განვითარება. ვგეგმავთ კიდევ მეტად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ", - აცხადებს კომპანია "ნუზლის" დირექტორი, ბესიკ ჯაფოშვილი.