Sponsored Content

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით "ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი" თბილისში ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების აქტიური მხარდამჭერია. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით კომპანია "ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი" თბილისში, 4 953 კვ.მ. ფართობზე, 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება ბანკის მიერ სრულად დაფინანსდა. ინვესტიცია 4.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

პროექტი, სახელწოდებით "არტჰოლ ლივინი" მოიცავს მიწისქვეშა პარკინგს, 1 500 კვ.მ. რეკრეაციულ სივრცესა და სკვერს სახლთან ახლოს.

"საქართველოს ბანკთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს და მანამდე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. სწორედ ამიტომ, მათთან პარტნიორობით ახალი პროექტის დაწყება გადავწყვიტეთ, რომელიც 2024 წლის აპრილში დასრულდება. რაც მთავარია ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება და მომხმარებლებს ბინა თეთრი კარკასის კონდიციაში ჩაბარდებათ. პროექტი საცხოვრებელ კორპუსთან ერთად რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, რითიც გვინდა ჩვენს მაცხოვრებლებს მაქსიმალური კომფორტი და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ", - აღნიშნავს კომპანია "ლივინ დეველოპმენტ ჯგუფის" დამფუძნებელი, აკაკი ადამია.

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას. ეს ერთი მხრივ ბიზნესს მოტივაციას აძლევს აკეთოს კიდევ უფრო მეტი პროექტი და წვლილი შეიტანოს აღნიშნული სექტორის განვითარებაში. მეორე მხრივ კი, ქვეყნაში შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის მხრივ. რაც შეეხება "ლივინ დეველოპმენტ ჯგუფს" წლებია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მათ წარმატებულ საქმიანობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ კომპანია არ ჩერდება და მიმდინარე პროექტთან ერთად, ახორციელებს "მწვანე უბანი დადიანზე", რომელიც 5 000 კვ.მ. ფართობზე დახურულ სარეკრეაციო ზონას, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს", - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, ერეკლე ვაშაყმაძე.