Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საქართველოს ფინტექ ასოციაცია მედიას შეხვდა პროექტის მონაწილეები იყვნენ საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრი ორგანიზაციების მენეჯმენტისა და წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, ფინანსური ტექნოლოგიები, იგივე - "ფინტექი" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და ინოვაციურად განვითარებადი სფეროა, შესაბამისად მნიშვნელოვანია მის გარშემო მომხდარი სიახლეებისა და წარმატებული ისტორიების საზოგადოებისთვის დროული და სწორი ინფორმირება, რომლის უმთავრესი და პირველი საშუალება მედიაა.

სწორედ ამიტომ, 30 აპრილს, საქართველოს ფინტექ ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა "ფინტექ მედია ტური", რომელსაც AKHASHENI WINE RESORT & SPA-მ უმასპინძლა.

"ფინტექ მედია ტური" ემსახურებოდა მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის, ფინტექ კომპანიების და ზოგადად დარგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტის მიზანი იყო არამხოლოდ ტურის ფარგლებში, არამედ საზოგადოდ მჭიდრო კომუნიკაციის და ურთიერთობის ჩამოყალიბება ფინტექის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებს, მარეგულირებელს და მედიას შორის, რაც დარგის განვითარების და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

პროექტის მონაწილეები იყვნენ საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრი ორგანიზაციების მენეჯმენტისა და წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები. მედია ტურის შინაარსიდან და ფორმატიდან გამომდინარე, ჩატარდა პრეზენტაციები სხვადასხვა სპიკერების მიერ, რომლის ფარგლებში მედია წარმომადგენლებს გააცნეს საქართველოს ფინტექ სფეროში მოღვაწე კომპანიები, მათი სერვისები, პროდუქტები და სამომავლო გეგმები. ღონისძიებას ესწრებოდნენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: GEOPAY, MOGO, LEADERPAY, CRYPTAL, KERNEL, CITYPAY.IO, OPPA, EUROCREDIT, MYFAZENDA, SIGNIFY, SPACE, EMONEY, NEOLLET. ხოლო მედიის მხრიდან წარმოდგენილნი იყვნენ: რუსთავი 2, BMG, ფორმულა, MARKETER, ENTREPRENEUR, POS TV, საზოგადოებრივი მაუწყებელი და Euronews.

საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ, სტუმრებს გააცნო ასოციაციის მიმდინარე საქმიანობა, სამომავლო გეგმები, ასევე ისაუბრა ზოგადად ფინტექის შინაარსზე და მის მნიშვნელობაზე, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და განვითარების პერსპექტივებზე.

სპიკერებს შორის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი, ბატონი პაპუნა ლეჟავა, რომელმაც ისაუბრა სებ-ის საქმიანობის შესახებ ფინტექის დარგთან მიმართებაში. სიტყვით გამოვიდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე, ბატონ ავთანდილ კასრაძე. მან საზოგადოებას გააცნო სააგენტოს საქმიანობა, მათი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ფინტექის განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.

კონფერენციის მსვლელობისას მოეწყო დისკუსიები, დამსწრე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განხილულ იქნა მედიისთვის და ბიზნესის წარმომადგნელებისთვის საინტერესო საკითხები. კონფერენციის შედეგად ჩამოყალიბდა მჭიდრო კავშირები, როგორც თავად ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე მედიას და რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო ვახშამს, სადაც სტუმრებს არაფორმალურ გარემოში შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი და სამომავლო თანამშრომლობის და კომუნიკაციის შესაძლებლობები განეხილათ.

საქართველოს ფინტექ ასოციაცია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ღონისძიების ორგანიზებას, რათა კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი წევრი ორგანიზაციების პოპულარიზაციას და განვითარებას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის და კომუნიკაციის გაძლიერებას და რა თქმა უნდა, ზოგადად დარგის განვითარებას.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის მიმოხილვა

სადაური წარმომავლობის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ საქართველოში მოღვაწე აქტიური კომპანიები?

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"