"საქართველოს ფოსტასა" და "აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ფოსტა

"საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და "აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის" მხარდაჭერით, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მემორანდუმით გათვალისწინებული პირველი ღონისძიება გულისხმობს, დეპარტამენტის მხრიდან ფოსტისთვის საქართველოს, კერძოდ, კი აჭარის რეგიონის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტომასალის გადაცემასა და სარგებლობის უფლების მინიჭებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომავალი კვირიდან, "საქართველოს ფოსტის" რიგ სერვისცენტრებში, რეალიზაციაში ჩაეშვება აჭარის ვიზუალის ამსახველი საფოსტო ბარათები.

"საქართველოს ფოსტა" საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. "საქართველოს ფოსტა" მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი, კერძოდ აჭარაში 7 სერვისცენტრი ოპერირებს. "საქართველოს ფოსტის" მიზანია, მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა

ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი