Get All Access for $5/mo

საქართველოს ინტერის ლეგენდები ეწევევიან - ახალი პროექტი და ვარსკვლავების დაპირისპირება ბათუმში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში ახალი პროექტი Legend Series იწყება, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელებისა და საფეხბურთო გრანდების მონაწილეობით, ქვეყანაში საფეხბურთო ზეიმის და სადღესასწაულო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

Legend Series-ის პირველი მატჩი, Sports Orient-თან პარტნიორობით, 2024 წლის მარტში გაიმართება. ვარსკვლავებით სავსე საქართველოს ლეგენდების ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეული გრანდის, მილანის ინტერის ლეგენდების გუნდს ბათუმში დაუპირისპირდება.

GEO11-ის შემადგენლობაში ითამაშებენ, მისი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, გამორჩეული მებრძოლი და ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.

მილანის ინტერის ლეგენდების გუნდში ითამაშებს ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, ამ კლუბის ყოფილი კაპიტანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი და არგენინელი ესტებან კამბიასო, რომელიც იმ ტრებლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, რომელიც მილანის ინტერმა 2010 წელს მოიგო.

საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მოუთმენლად ელის მოედანზე დაბრუნებას და ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი მატჩის ჩატარებას: "ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავი ღონისძიების ნაწილი ვიქნები და კიდევ ერთხელ ვითამაშებ ნაკრების მაისურით, ამჯერად შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, სადაც არაერთმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა ითამაშა. ჩვენთვის პატივია მილანის ინტერთან დაპირისპირება და ვეცდებით, შესანიშნავ ფეხბურთელებს ღირსეული თამაში დავუპირისპიროთ. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით გულშემატკივარი, ნებისმიერი სპორტის მოყვარული და ყოფილი ფეხბურთელი ძალიან გაიხარებს. შევხვდებით მარტში!"

"მოხარულები ვართ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში, სადაც ინტერს 1970-იანი წლების შემდეგ არ უთამაშია. ამიტომ, ეს მატჩი არის დიდი შესაძლებლობა, რომ დავბრუნდეთ საქართველოში, დიდწილად ჩვენს ლეგენდებთან ერთად, რომელთაც ექნებათ შანსი ითამაშონ გამორჩეული ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ეს ღონისძიება ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. მსგავს სპორტულ მატჩებს და ღონისძიებებს აქვს შესაძლებლობა ჩართოს როგორც ახალი თაობის, ისე ძველი თაობის გულშემატკივარი." - აცხადებს ალექსანდრო ანტონელო, მილანის ინტერის კორპორაციული დირექტორი.

მილანის ინტერის კიდევ ერთი ლეგენდა, კლუბის დიდების დარბაზის წევრი ესტებან კამბიასო გულშემატკივარს დასამახსოვრებელ მატჩს ჰპირდება: "მოხარული ვარ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ვითამაშოთ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც გატაცებულია ფეხბურთით. მე და ჩემს ბევრ თანაგუნდელს საფეხბურთო კარიერის პერიოდში არ გვქონია ამ ქვეყანაში სტუმრობის შესაძლებლობა, მაგრამ ამ ინიციატივის წყალობით, ახლა ჩვენ შეგვიძლია ქართველი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშოთ. მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მატჩმა ფანტასტიურად ჩაიაროს."

"ჩემთვის, როგორც ორგანიზატორისთვის, ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი მთავარი, რასაც გამოვარჩევ იმ ფეხბურთელების ერთად შეკრებაა, ვინც სხვადასხვა დროს ქართველ გულშემატკივარს არაერთი სიხარული მიანიჭა. მიუხედავად იმისა, როგორია მათი დღევანდელი სტატუსი თუ საქმიანობა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთის ძალით, ყველა ის დამსახურებული ფეხბურთელი ერთი მიზნის გარეშე გაერთიანებულიყო და მიხარია, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში ეს პირველად მოხდება.

გარდა ამ გზავნილისა, Legend Serie-ის მატჩებს ძალიან მკაფიო მიზანი აქვს - ქართულ საფეხბურთო სტადიონებზე და ქალაქებში უნდა შეიქმნას საზეიმო განწყობა, დამკვიდრდეს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სტადიონზე წასვლის კულტურა და რა თქმა უნდა, ამ მატჩებმა საქართველოს, როგორც ქვეყანას პოპულარიზაცია უნდა გაუწიოს. მინდა მადლობა ვუთხრა მატჩის სპონსორებს და პარტნიორებს, რომლებიც არცთუ მარტივ პროექტში გამოგვყვნენ, ამ კუთხით განსაკუთრებით europebet-ისა და europop-ის მხარდაჭერას გამოვყოფ, მათ ძალიან სწორად გაიაზრეს მატჩის და ზოგადად ამ წამოწყების მნიშვნელობა." – Sports Orient-ის დამფუძნებელი, ოთო მუმლაძე.

მატჩის ზუსტი თარიღისა და ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორამცია 2024 წლის იანვრიდან გავრცელდება. გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ბილეთები მაქსიმალურად შეღავათიან ფასში შეიძინოს, ისარგებლოს სპეციალური შეთავაზებებით და გახდეს დიდი ზეიმის მონაწილე.

საქართველოს ნაკრებისა და მილანის ინტერის ლეგენდების მატჩზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება VIP ლაუნჯისა და Sky Box-ების ბილეთები, რომელთა რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია