Black Friday Sale! 50% Off All Access

საქართველოს მორიგი გლობალური აღიარება - ''მაკდონალდს საქართველო'' ''ოქროს თაღის'' უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს კიდევ ერთი აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე - რამდენიმე დღის წინ ქვეყანის წარმატება კვალავ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში.

"საქართველო - "მაკდონალდსის" საუკეთესო პარტნიორი ევროპის დივიზიონში. ფრედ ტერნერის სახელობის "ოქროს თაღის" 2022 წლის ჯილდო გადაეცემათ "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტს თემურ ჭყონიასა და კომპანიის დირექტორს თენგიზ კაპანაძეს", - ამ სიტყვებით დაჯილდოვდა "მაკდონალდს საქართველო" აშშ-ში, ფლორიდას შტატში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაც 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

ამ აღიარებით "მაკდონალდს საქართველო" გლობალურად მსოფლიოში მაკდონალდსის ფრენჩაიზების იმ 1%-ში მოხვდა, ვისაც ეს ჯილდო ერგო.

კომპანიაში ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ მათი, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. ამ მიღწევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ღირსეულად უჭირავს ადგილი მსოფლიოს რუკაზე როგორც ქვეყანას, სადაც ბიზნესი წარმატებით ვითარდება.

"ოქროს თაღის" პრესტიჟული ჯილდო, რომელიც "მაკდონალდსის" ფრენჩაიზებისთვის უმაღლესი დონის აღიარებაა, "მაკდონალდს საქართველოს" მსოფლიოში სამაგალითო ფრენჩაიზს ქსელის ეფექტიანი ოპერირებისთვის, ზრდაზე ორიენტირებული, ლიდერული მიდგომების, საოპერაციო სრულყოფილებისა და გამორჩეული მომსახურებისადმი სწრაფვისთვის გადაეცა.

ფრედ ლ. ტერნერის უკვდავსაყოფად დაწესებულ ჯილდოს "მაკდონალდსი" რამდენიმე ათეული წელია გასცემს. ფრედ ტერნერმა, რეი კროკთან ერთად, "მაკდონალდსი" რესტორნების მცირე ქსელიდან გლობალურ ბრენდად გარდაქმნა.

"ოქროს თაღი" ის უმაღლესი ჯილდოა, რისთვისაც ღირს ცხოვრება ბიზნესში. ეს არის აღიარება, რომლის უკან უდიდესი შრომა და საინტერესო ისტორია დევს. ჩვენი შეფასება მოხდა ზუსტად იმ კრიტერიუმებით, რითიც რეი კროკმა და ფრედ ტერნერმა თავის დროზე მიაღწიეს დიდ წარმატებას - ეს იყო ერთგულება ამ ბრენდის მიმართ", - ასე აფასებს კომპანიის ამ მიღწევას "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია.

მისი თქმით, ნებისმიერი ბიზნესი ფასდება რამდენიმე კრიტერიუმით - ეს არის ფინანსური მოგება, ხალხის აღიარება, მომხმარებლის ზრდა, ბიუჯეტში თანხის შეტანა, ახალი პროფესიონალების ჩამოყალიბება, მიმართულებების შეცვლა, სტილის დამკვიდრება, ქვეყნის წარმოჩენა დიდი ბრენდების რუკაზე.

"მაკდონალდს საქართველო" დღეს ყველა ამ კრიტერიუმს აერთიანებს საუკეთესო გუნდისა და ადამიანების მეშვეობით. წარმატებული ბიზნესისთვის მეორე ეტაპი დგება, როცა ამ განვითარებას მაღალი რანგის პროფესიონალები აფასებენ და ითვალისწინებენ უმარავ სხვადასხვა კრიტერიუმს. ეს შეფასება ითვალისწინებს ფრედ ტერნერისა და რეი კროკის მთავარ მიდგომას კომპანიისადმი - ერთგულებას ბრენდის მიმართ. წლების წინ მათ შეძლეს დაენახათ, რომ ეს ბრენდი არის უკვდავი და ისეთი წარმატებული, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს მსოფლიოში", - ამბობს თემურ ჭყონია.

"მაკდონალდს საქართველოს" დირექტორის თენგიზ კაპანაძის თქმით, საამაყოა და ნიშანდობლივია, რომ წელს ევროპის დივიზიონში მხოლოდ საქართველო იყო წარდგენილი, რაც ხაზს უსვამს, რომ "მაკდონალდს საქართველო" წარმოადგენს კორპორაციისთვის ყველაზე სტაბილურ და სანდო პარტნიორს მთელი ევროპის მასშტაბით.

"არ არის მარტივი, დაგასახელონ ევროპის მსხვილ ქვეყნებს შორის საუკეთესოდ. კიდევ უფრო რთულია, მოხვდე მსოფლიოს მასშტაბით ფრენჩაიზების 1%-ში, ვისაც "ოქროს თაღი" გადაეცა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა დეტალური ანალიზი, მათ შორის შეფასდა კომპანიის ფინანსური მართვა, ხარისხი, სტანდარტები, მარკეტინგი, თანამშრომელთა კმაყოფილება სამუშაო პირობებით, დაცული გენდერული თანასწორობა. კომპანიის უამრავი სხვადასხვა მიმართულებით შეფასების შედეგად კი საერთაშორისო რანგის პროფესიონალებმა თქვეს, რომ ევროპაში საქართველო სამაგალითოა და რა თქმა უნდა, ამ გარემოებაში ბატონი თემურ ჭყონია ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორია", - აღნიშნავს თენგიზ კაპანაძე, "მაკდონალდს საქართველოს" გენერალური დირექტორი.

მისი თქმით, ეს ჯილდო ადასტურებს, რომ "მაკდონალდს საქართველო" პროგრესული კომპანიაა, რომლის საქმიანობა ეფუძნება უმაღლეს სტანდარტებს, რაც პირველ რიგში მომხმარებელსა და თანამშრომლებზე ზრუნვას, გამორჩეულ მომსახურებას, ეფექტიან ოპერირებას და მუდმივ განვითარებას გულისხმობს. საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, ეს არის უდიდესი სტიმული და იმ დიდი შრომის დაფასება, რომელსაც ჩვენი ათასობით თანამშრომელი ყოველდღიურად დებს მომხმარებელთან ურთიერთობაში.

"როდესაც "მაკდონალდსის" ყველაზე პრეტიჟული ჯილდოს მასშტაბურ საერთაშორისო დაჯილდოებზე, რომელსაც 50 ათასამდე ადამიანი ესწრება, აცხადებენ, რომ ევროპაში "მაკდონალდსისთვის" ყველაზე საინტერესო პარტნიორი "მაკდონალდს საქართველოა", როგორც ბატონი თემური იტყოდა, ამისთვის ღირდა ცხოვრება", - ამბობს თენგიზ კაპანაძე.

"ოქროს თაღის" პრესტიჟული ჯილდოს მიღება "მაკდონალდს საქართველოს" და მის დამფუძნებელს თემურ ჭყონიას პირადად მიულოცეს "მაკდონალდსის" აღმასრულებელმა დირექტორმა კრის ქეიმ და მაკდონალდსის პრეზიდენტმა იან ბორდენმა, რომელთაც ხაზი გაუსვეს იმ წვლილს, რაც "მაკდონალდს საქართველოს" სრულიად "მაკდონალდსის" სისტემის განვითარებაში შეაქვს. ასევე აღნიშნეს, "მაკდონალდს საქართველოს" აქტიური როლი ბიზნესში და ენთუზიაზმი მაკდონალდსის ბრენდის განვითარებაში, რასაც მოაქვს სასიკეთო ცვლილებები არა მარტო მომხმარებლებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისთვის, ვის გარემოშიც ბრენდი აქტიურად ოპერირებს.

"მაკდონალდს საქართველო" 23-წლიან ისტორიას ითვლის. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 18 რესტორანს ფლობს და 1 400 ადამიანს ასაქმებს. უახლოეს მომავალში კიდევ 3 ახალი რესტორნის გახსნა აქვს დაგეგმილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

სიახლეები

2024 წლის შემოდგომაზე თბილისში Outlet Village იხსნება

10 ჰექტარსა და 20,000 კვ.მ ფართობზე განთავსებული 110 ბრენდული მაღაზია ვიზიტორებს შოპინგის უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი