Get All Access for $5/mo

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის BTU ტრენინგებს იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგი მოდულები საქართველოში არსებული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის: როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება ბიზნესისთვის, როგორ შევადგინოთ ბიზნესგეგმა, როგორ დავწეროთ საგრანტო განაცხადი და მივიღოთ დაფინანსება ადგილობრივი ან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან და ა.შ. - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებითა და სრული დაფინანსებით გაიმართება.

პირველი ტრენინგი, კომპანია Savvy-სთან პარტნიორობით ჩატარდება. ,,როგორ შევადგინოთ მცირე მოცულობის ბიზნესგეგმა და რა სხვაობაა ბიზნესგეგმასა და საგრანტო განაცხადს შორის" – 24 ნოემბერს 17:00 საათზე ონლაინ ფორმატში გაიმართება.

ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რეგისტრაციის წინასწარ გავლის საფუძველზე. აღნიშნული ფორმატის ტრენინგ მოდულები მეწარმეთათვის მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციართა შორის ასობით მცირე და საშუალო საწარმოა. მათი მხარდაჭერა ხდება სხვადასხვა ტრენინგებისა და გადამზადების კურსების, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მცირე მეწარმეების ჩართულობით, ფინანსებთან წვდომაში მხარდაჭერითა და სხვა ინიციატივებით.

პირველ ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი