საქართველოს პირველ არხზე ''შარქ თენქ საქართველოს'' გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს პირველ არხზე "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური პარტნიორია.
SONY Pictures-ის რეალითი შოუ - Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ კი საქართველოში პირველად გაიმართება.
შოუს მიზანია, საინტერესო, გამორჩეული, ეკონომიკური პოტენციალის მქონე ბიზნესების დაფინანსება.
შოუს მთავარი გმირი, 5 ცნობილი ინვესტორი, ახალი იდეებისა და ახალი ბიზნესების ძიებაშია. ბიზნესების მოსმენის შემდეგ ისინი ანტრეპრენერს საკუთარ შეთავაზებას უკეთებენ. შემდეგ კი იწყება შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილი - მოლაპარაკება, რომელიც ცოცხალი პროცესია და კომპანიის ბედი, ფაქტობრივად წამებში, მაყურებლის თვალწინ წყდება.
"შარქ თენქი არის უნიკალური პროექტი და შესაძლებლობა ნებისიერი ადამიანისთვის, ვისაც სჯერა საკუთარი იდეის. ეს არის ადგილი, სადაც ანტრეპრენერს შეუძლია მიზნები, ოცნებები რეალობად აქციოს. აქ ბიზნესის შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს პატივი, ვიყოთ გენერალური პარტნიორები და მხარდამჭერები ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისა. გვჯერა, შოუს განმავლობაში ბევრი ახალი ბიზნესი შეიქმნება, არსებული გაფართოვდება და ბევრისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ ვერ ბედავს საკუთარი იდეის განხორციელებას, იქნება ინსპირაცია იმისა, რომ ირწმუნოს საკუთარი ძალების და არასროს გაჩერდეს",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, Shark Tank-ის ისტორია 2009 წლიდან იწყება, მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ გლობალურ ფინანსურ კრიზისს ებრძოდა. 2009 წლიდან დღემდე შოუ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს, რასაც რიცხვებიც ადასტურებს. 222 ეპიზოდი, 895 Pitch, 499 წარმატებული შეთანხმება და 12 სეზონის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 250 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. დაფინანსებული კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე $1 მილიარდს აჭარბებს.