Get All Access for $5/mo

საქართველოს მეწარმეობის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 28 ოქტომბერს საქართველოს მეწარმეობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 28 ოქტომბერს საქართველოს მეწარმეობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

მეწარმეობის ცენტრი ბრიტანეთის საბჭოს პროექტ "შემოქმედებითი ნაპერწკალის" ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს ათეულში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრის პარტნიორობით, "სილიკონ ველი თბილისის" ბაზაზე გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ჰენლის მეწარმეობის ცენტრი მსოფლიოს 10 საუკეთესოთა შორის არის და მისი დაფუძნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მეწარმეობის ცენტრი ქვეყანაში არსებულ ყველა სტარტაპს, მცირე და საშუალო მეწარმეს ცენტრის პროგრამებში მონაწილეობის უსასყიდლო შესაძლებლობას მისცემს. სტარტაპ ბუთქემფები, ტრენინგები, ვორკშოფები, ჰაკათონი, მეწარმეობის რეგიონული კვლევა, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის უზრუნველყოფა, მეწარმეობაში პირველი ქართული სახელმძღვანელოს შექმნა და ციფრული საწარმოების მხარდაჭერა, ცენტრის გაცხადებულ მიზნებს წარმოადგენს.

საქართველოს მეწარმეობის ცენტრის ეგიდითა და ბრიტანეთის მხარესთან პარტნიორობით, იგეგმება პირველი რეგიონული სამიტის გამართვა, სადაც წარდგენილი იქნება საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების სტრატეგია.

ცენტრის მიერ კრეატიული ინდუსტრიული ცენტრების ხელშეწყობა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მჭიდრო პარტნიორობით განხორციელდება. პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" უკვე ამოქმედდა თბილისის კრეატიული ცენტრი და არტ-ინკუბატორი, რომლის ბენეფიციარ სტარტაპებს შორისაა SAPO. ბრიტანეთის საბჭოს პროექტ "შემოქმედებითი ნაპერწკალის" პროგრამის ფარგლებში, 90 მონაწილეს შორის, სტარტაპი SAPO კრეატივის კატეგორიის გამარჯვებული გახდა.

ცენტრის ეგიდით შერჩეულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ბიზნესინგლისურის ცოდნა და გამართონ მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან დიდ ბრიტანეთში.

მეწარმეობის ცენტრის მნიშვნელობისა და მის პროგრამების შესახებ პრეზენტაციაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა და სტარტაპ SAPO-ს დამფუძნებელმა ნაილი ვახანიამ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი