Get All Access for $5/mo

''საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა'' სტრატეგიული ხედვა წარადგინა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი", რომელიც მიმდინარე კრიზისული პერიოდის პარალელურად დაარსდა, ქვეყანაში ამ სექტორის მხარდაჭერისა და გაძლიერების სტრატეგიებზე მუშაობს. ალიანსს ქვეყანაში Covid-19-ის მიერ დამძიმებული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად საკუთარი მკაფიო ხედვა აქვს, რომელიც მან საგანგებოდ შემუშავებული დოკუმენტის სახით წარმოადგინა. ის ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურიზმის გახსნის სტრატეგიას გვთავაზობს და ამ სექტორში თვითდასაქმებულების, მცირე და საშუალო ბიზნესების ლიკვიდურობის შენარჩუნების უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების ნორმების გაზრდის (როგორც სოციალური, ასევე კომერციული) საკითხებს წარმოაჩენს.

"ვითვალისწინებთ რა სახელმწიფო ინტერესებს, გთავაზობთ ორმხრივად მომგებიან მიდგომას. ერთი მხრივ, ვაცხადებთ, რომ ალიანსში შემავალ ასოციაციათა წევრები ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული სერვისები და პროდუქტები გავხადოთ კონკურენტუნარიანი ფასისა და ხარისხის ჭრილში. მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს გავუწიოთ დახმარება შესაძლო ახალი სტანდარტისა და მიდგომების დანერგვის ნებისმიერ ეტაპზე", − ვკითხულობთ ალიანსის ოფიციალურ განცხადებაში.

"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი თანხვედრაშია როგორც სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ სტრატეგიასთან, ასევე ამ სექტორის მიზნებსა და სამოქმედო გეგმასთან, რაც თანამშრომლობას ორმხრივად საინტერესოსა და მომგებიანს ხდის.

Covid-19-ის მიერ გამოწვეული შედეგების დასაძლევად, დოკუმენტის პუნქტები როგორც მოკლევადიან, ასევე მუდმივ ახალ საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს. ახალ საგადასახადო შეღავათებში მოიაზრება დღგ-ის დასაბეგრი მინიმუმის ზღვრის აწევა მილიონ ლარამდე, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. აგრეთვე, საზოგადოებრივი კვებისა და განთავსების სექტორში დღგ-ის გაუქმება პირველად წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. ხოლო, სტუდენტის სტატუსის მქონე დასაქმებულთათვის საშემოსავლო გადასახადის განახევრება/გაუქმებას (მხოლოდ პირველი აკადემიური მოსწრების ბაკალავრისთვის, 23 წლამდე).

ამასთანავე, დოკუმენტში წარმოდგენილია საფინანსო ინსტიტუტებთან და მეიჯარეებთან ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერის საკითხები სესხების გადავადების, ახალი საკრედიტო-საგარანტიო სქემისა და საოპერაციო ხარჯების განახლებისთვის ახალი მექანიზმების ამოქმედების გზით. საზღვრების გახსნასთან ერთად კი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ის აუცილებელი ნორმები, რომელიც სახელმწიფომ ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი სტანდარტის სახით უნდა დააწესოს.

ავიამიმოსვლების განახლებასთან ერთად, უნდა განახლდეს ის მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიაც, რომელიც ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებაში დაეხმარება ქვეყანას.

თუ რა გზითა და თანმიმდევრობით უნდა წარიმართოს თითოეული ეს მიმართულება, დოკუმენტში დეტალურადაა განმარტებული.

"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში" კი საერთო გამოწვევის დასაძლევად ამ სექტორში მომუშავე შემდეგი ორგანიზაციები გაერთიანდნენ: "საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია", "საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია", "სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაცია", "საქართველოს გიდების ასოციაცია", "გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცია", "საქართველოს ტურიზმის ასოციაცია", "ბიზნესტურიზმის ასოციაცია", "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", "ტურიზმის ინსტიტუტი", "საქართველოს ტურიზმის კავშირი", "საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია", "საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია", "საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია", "საქართველოს სომელიეთა ასოციაცია".

ალიანსის წევრთა ჯამური რაოდენობა 5137 იურიდიულ და ფიზიკურ პირს მოიცავს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ