Get All Access for $5/mo

საქართველოს პოტენციალი გახდეს ლიდერი ნატურალური ღვინის მწარმოებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ღვინის დაყენების სულ ორი მეთოდი არსებობს ბუნებრივი/ნატურალური და კონვენციური. პირველი მეთოდი ნიშნავს ყურძნისგან მიიღო წვენი სუფთა ფორმაში, დაყენების პროცესში არაფერი არ დაამატო და არაფერი არ გამოაკლო, მისი იდეა ძალიან მარტივია - ნატურალური არის ღვინის ყველაზე ბუნებრივი ფორმა. მეორე მეთოდი არის ე.წ კონვენციური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ღვინის წვენის დამუშავება სასურველი შედეგის მისაღწევად შესაბამისი დანამატებით. ტერმინი ნატურალური ღვინო აღნიშნავს პროდუქტს, რომელიც მხოლოდ პირველი მეთოდით მიიღება. უფრო მეტიც, ნატურალისტი მეღვინეები არ წამლავენ ვენახებს, არ იყენებენ პესტიციდებს და ჰერბიციდებს მოსავლის მოცულობის გასაზრდელად. სწორედ ამიტომ, ნატურალური ღვინო დღეს ძალიან ცოტა და იშვიათია, ღვინის ნატურალური გზით დაყენება რთული და ხშირად არაპროგნოზირებადი პროცესია და მოითხოვს გაცილებით მეტ შემართებას, გამბედაობას და რისკს მწარმოებლისგან. ამის საპირისპიროდ, მეორე მეთოდით დამზადებული ღვინის, ე.წ კონვენციური ღვინის, წარმოების შემთხვევაში დაშვებულია ვენახის მოვლის გავრცელებული პრაქტიკების, გემოს მიმცემი სხვადასხვა ნივთიერებების, ჭარბი რაოდენობის გოგირდის ხელოვნური საფუარის და ა.შ გამოყენება. ასეთი ღვინოების მიგნება ყველგანაა შესაძლებელი.

ერთი წლის წინ სწორედ ნატურალური ღვინის ქართული ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, "ჯივინო", საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალის პორტფელს შეუერთდა. მიზეზებზე პაპუნა ტოლიაშვილს ვესაუბრეთ: "ღვინის ბიზნესით ჩვენი დაინტერესება ზოგადად იმითაც არის განპირობებული, რომ ვართ "8000 მოსავალში", ვმონაწილეობთ მის განვითარებაში. ჯივინო არის მეორე განსხვავებული მიმართულება, რომელსაც შეუძლია ჩვენი ღვინის პოტენციალი კიდევ უფრო და არანაკლები მნიშვნელობით განახორციელოს და გაშალოს. გრძელვადიან პერიოდში ნატურალური ღვინო კიდევ უფრო საინტერესო გახდება მსოფლიო ბაზრისთვის. ვფიქრობ, ღვინოში ჩამოყალიბებული, განვითარებული გემოვნების მქონე ბაზრებზე გაიზრდება მოთხოვნა ბუნებრივი ტექნოლოგიით, ნატურალური მეთოდით დამზადებულ ღვინოებზე და თუ საქართველო ღვინით უნდა პოზიციონირებდეს მსოფლიო ბაზარზე - უნდა პოზიციონირებდეს ამ ნაწილში, ნატურალური/ორგანული ღვინოების მიმწოდებლად. მსოფლიო ბაზარზე ღვინოზე მოთხოვნა იმდენად დიდია და საქართველოს იმდენად მცირე მიწის ფონდი აქვს, რომ ათვისება ამ ნიშის უფრო წარმატებით და თან გარანტირებულად შეგვიძლია, როცა ვიცით, რომ მზარდი ინტერესი და მოთხოვნაა ამ მიმართულებით"

"ქართული ნატურალური ღვინის შემთხვევაში მნიშვნელოვანი უპირატესობაა ქვევრის ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობაც. ნატურალური ღვინისთვის მისი მნიშვნელობა უფრო დიდია ვიდრე მხოლოდ მარკეტინგი. ქვევრი გეხმარება სუფთა ყურძნის წვენის ფერმენტაციაში და იძლევა საუკეთესო პირობებს მიიღო ნატურალური ღვინო - ერთი მხრივ, გაძლევს საშუალებას, რომ იდეალური პირობები შექმნა ღვინის ბუნებრივი დუღილისთვის და, მეორე მხრივ, შეინახო ღვინო ისე, რომ შეუნარჩუნო მას სიცოცხლე/სიხალისე და, ამავე დროს, ავთენტური გემო. ქართული ბიომრავალფეროვნებაც, ხუთასზე მეტი ჯიში, მნიშვნელოვანი უპირატესობაა ნატურალური ქართული ღვინისთვის საერთაშორისო ბაზარზე" - ჯივინოს დამფუძნებელი, მამუკა მაისურაძე.

კითხვაზე, რამდენად განსხვავდება ნატურალური ღვინო სტანდარტული ღვინისაგან გემოვნური თვისებებით, პაპუნა ტოლიაშვილი გვპასუხობს - "როგორც ჩამოსასხმელი ღვინიდან ბოთლის ღვინოზე გადავედით და ვიგრძენით განსხვავება და დღეს უკვე ადამიანები ნაკლებად სვამენ ჩამომსასხმელ ღვინოს, მგონია, რომ მოვა დრო, ზუსტად ასეთივე იქნება დამოკიდებულება ნატურალური ღვინოების მიმართ, როდესაც ადამიანები გასინჯავენ და გაიგებენ ნატურალური ღვინის გემოს". ჩვენს სტუმრებს და მეგობრებს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს და აქციონერებს ხშირად ვცდილობთ გავასინჯოთ ჯივინოს ღვინოები, როცა ჩვენს ოფისში მოდიან, მეც ვფიქრობ და მათგანაც მომისმენია, რომ ჩვეულებრივი ღვინისგან განსხვავებით ბევრად უფრო მდიდარია და მეტყველი, გაცილებით უფრო შინაარსიანია და ახდენს შთაბეჭდილებას."

ნატურალური მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნებზე ჯივინოს დამფუძნებელი, მამუკა მაისურაძე გვიყვება - "ჯივინოს ჩვენ ვხედავთ როგორც ასპარეზს ნატურალისტი მეღვინეებისთვის გააცნონ თავიანთი ღვინო დაინტერესეულ პირებს. ჩვენი ურთიერთობები მეღვინეებთან არის დაფუძნებული ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე და ყოველთვის ვიყავით მათთვის საუკეთესო პარტნიორი. გვაქვს ძალიან დიდი ნდობა ნატურალური ღვინის სამყაროში 2015 წლიდან, გახსნის დღიდან, არამხოლოდ ადგილობრივად, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ძალიან ბევრი მეღვინის ღვინო გავიდა ადგილობრივ თუ საერთაშირისო ბაზარზე იმის გამო, რომ მათი ღვინო ყოფილა "ჯივინოში".

"ღვინის ბიზნესში ხელშეწყობად ჩვენ მიგვაჩნია გაყიდვის/რეალიზაციის პლატფორმების შექმნა და განვითარება, ანუ ისეთი ადგილების, სადაც ღვინო იყიდება და არა იწარმოება. დღეს ნატურალისტ მეღვინეებს ყველაზე მეტად კარგი გაყიდვების არხები სჭირდებათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი გაყიდვების არხების არსებობა დავასტიმულიროთ. ჩვენთვის ჯივინო არის ორგანულ ღვინოზე ორიენტირებული მეღვინის პრომოუშენი. ვფქრობთ, რომ ნატურალური ღვინის შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ინდივიდუალური პროდუქტი, რამდენადაც მეღვინის კულტურა და მიდგომა საქმის მიმართ. გვინდა, რომ მეტმა მეღვინემ მოკიდოს ხელი ნატურალური ღვინის წარმოებას, ამისთვის ვემუშაოთ მათ თავიანთი ღვინოები წარმოაჩინონ, წარადგინონ, გაყიდონ და მიიღონ სარგებელი იმისათვის, რომ ჰქონდეთ მოტივაცია განავითარონ თავიანთი მეურნეობა, თავიანთი ბიზნესი. ასეთი ორგანიზაცია ძალიან სჭირდება საქართველოში ამ მიმართულების განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ მის შემქნას "ჯივინოს" სახით და გვიხარია, რომ დამუძნებლებთან, რომლებიც დაგვხვდენენ კომპანიაში და იმ ინვესტორებთან, რომლებიც გამოგვყვნენ ამ პროექტში გავქვს ხედვაში თანხვედრა" - პაპუნა ტოლიაშვილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ადაპტაცია შენი ბიზნესის გადასარჩენად!

Optimo - ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად!