Get All Access for $5/mo

საქართველოს უნივერსიტეტმა და IT კომპანია D-tech-მა მემორანდუმი გააფორმეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

D-tech

საქართველოს უნივერსიტეტისა და IT კომპანია D-tech-ის ხედვები მეცნიერების სამომავლო განვითარებაზე ერთმანეთს ემთხვევა. მხარეების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ახალი პროექტებისათვის საფუძვლის მომზადებას ემსახურება და იგი სასურველი შედეგების მისაღწევად დამატებითი რესურსების მოპოვების შესაძლებლობასაც აჩენს.

"ნიჭიერი ადამიანების გადასაბირებლად გამართულ გლობალურ ბრძოლაში, ჩვენ მზად ვართ, რომ მკვლევრებს თავიანთი მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ, დავასაქმოთ ისინი საკუთარ პროექტებში ან წამოვიწყოთ ახალი სტარტაპები მათთან ერთად", - აცხადებს D-tech-ის დირექტორი, ლიანა ბერბერაშვილი.

დღეს ჩვენ ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზე ვართ, სადაც ბევრი მაღალტექნოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად კლასიკური გამოთვლები საკმარისი აღარ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს კვანტურ გამოთვლებთან და მანქანათმცოდნეობასთან დაკავშირებული კვლევითი პროექტები. გადავწყვიტეთ, რომ მოვიძიოთ აღნიშნული მიმართულებით მომუშავე მკვლევრები და მათ მხარი დავუჭიროთ საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პირობა სხვადასხვა მოთხოვნის დაცვაა. ზოგიერთ შემთხვევაში, პროექტის შესაფასებლად ჩვენი შიდა გამოცდილება საკმარისია, თუმცა, მომავალში საქართველოს უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობასა და კვლევის პერსპექტივების უფრო ღრმა ანალიზში მათი ექსპერტების ჩართვას ვგეგმავთ. https://ug.edu.ge/public/ (https://ug.edu .ge/public/)

ჩვენ მოხარულნი ვართ საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობით და პირადად დიდ მადლობას ვუხდით:

  • რექტორს, კოკა თოფურიას;
  • ვიცე-რექტორს სამეცნიერო მიმართულებით, პროფესორ სოსო გოგილიძეს;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ირაკლი ნოსელიძეს

ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის დირექტორს, პროფესორ კახა თავზარაშვილს, ნდობისა და ჩვენი შეხედულებების გაზიარებისათვის ისეთი საკითხების შესახებ, როგორიც კვანტური გამოთვლა და მანქანათმცოდნეობაა.

"შეგახსენებთ, რომ ჩვენ მზად ვართ წლის ბოლომდე შემოსული განაცხადები განვიხილოთ და თითოეული სფეროსთვის 5 გრანტი გამოვყოთ " - აცხადებს სტანისლავ საბანოვი, ioli.digital-ის პროექტის მენეჯერი.

D-tech-ის საგრანტო მხარდაჭერის პირობების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყევით ბმულს: https://ioli.digital/grants

ioli.digital

Digital solutions for life

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინდუსტრიული ტრენდები

ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

"ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე