საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებთან ერთად მასშტაბურ კონფერენციას მართავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GEEA

2021 წლის, 11 ნოემბერს, საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (GEEA) პირველ ონლაინ კონფერენციას გამართავს. კონფერენციის ფარგლებში, მოწვეული ადგილობრივი და საერთაშრისო სპიკერები ისაუბრებენ ალიანსის ისტორიასა და მიზნებზე, სამეწარმეო განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და საერთაშორისო გამოცდილებებზე. კონფერენცია ასევე მოიცავს სხვადასხვა ვორქშოპებს როგორც ალიანსის სამომავლო მიზნებისა და აქტივობების განსასაზღვრად, ასევე ბრიტანული STEAMHouse-ის პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად.

კონფერენციის მიზანია ალიანსის წევრებისა და ქართული სამეწარმეო ეკოსისტემის აქტორების ერთად შეკრება და ალიანსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (GEEA) ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის "შემოქმედებითი ნაპერწკალი: "სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში შეიქმნა.

GEEA წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების გაერთიანებას, რომელიც მხარს უჭერს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნას, რომელიც იქნება მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკად აღიარებულის მსგავსი.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის დეკლარაციის ხელმომწერები არიან:

  • აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • შემოქმედებითი საქართველო;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • Creative Solution.

ალიანსის მიზანია ხელი შეუწყოს სამეწარმეო განათლების განვითარებასა და საზოგადოებაში სამეწარმეო უნარების კულტივირებას.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე