Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Tether Operations Limited-მა ქართული ფინანსური ბაზრის გაძლიერების მიზნით შეხვედრები სამთავრებო სტრუქტურებთან გამართა და მემორანდუმი გააფორმა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Tether Operations Limited-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და Tether Operations Limited - ის ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა პაოლო არდოინომ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანია Tether საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება. Tether მიზნად ისახავს ქალაქების გაძლიერებას და ისეთი P2P ტექნოლოგიების როგორიცაა Keet და Holepunch".

მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია Tether დაინტერესებულია, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ამ მიზნით, კომპანია ადგილობრივი სტარტაპებისთვის შექმნის სპეციალურ ფონდს, რომელიც მათ ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებაში, საქართველოს კი, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება.

"ჩვენ ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე ბლოქჩეინ ტექნოლოგიის საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში, როგორც ადგილობრივი ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე აღნიშნული პროფილის კომპანიების საქართველოში შემოყვანას" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის. ღონისძიებას ასევე დაესწრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე.

Tether საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გეგმავს საქართველოში ბლოკჩეინ ინდუსტრიის გაძლიერებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და ქვეყნის გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებას, როგორც ლიდერი ტექნოლოგიებისა და ბლოკჩეინ ინდუსტრიაში. აღნიშნული პარტნიორობა არა მხოლოდ სასარგებლოა ქართული სტარტაპ გარემოსთვის, არამედ საგრძნობლად გაზრდის საქართველოს რეპუტაციას და გახდის მას მიმზიდველს, როგორც საერთაშორისო კომპანიებისთვის ასევე ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის.

ცოტა ხნის წინ Tether-მა ბაზარზე შესვლა და საგადახო ინფრასტრუქტურის განვითარება დააანონსა ქართულ სტარტაპში CityPay.io ინვესტიციით, რომელიც ოპერირებს, როგორც კრიპტო გადახდის მიღების სისტემა და მიზნად ისახავს განავითაროს კრიპტო ეკოსისტემა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. Მათი თანამშრომლობა და 600-ზე მეტი ბიზნესი, რომლებიც იღებენ USDt-ს, Bitcoin-ს და სხვა კრიპტოვალუტებს როგორც გადახდის საშუალებას, ქმნის გარემოს საქართველოში, სადაც კრიპტო-მფლობელებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა პროდუქტები, თუ მომსახურება თავიანთი კრიპტოვალუტით.

საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში გაიმართა უწყების წარმომადგენლების შეხვედრა კომპანია Tether-ის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაოლო არდოინო (ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი). შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ციფრული გადახდების პლატფორმა CityPay.io-ს ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმოიხილეს საფინანსო მომსახურების გაციფრულების ტენდენციები და მათი შესაძლო გავლენა საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სექტორზე, შესაბამისად - პოტენციური დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოვლენისა და პრევენციის აუცილებლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

განხილული იქნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების გადამზადების პერსპექტივები ისეთი თემატიკის გათვალისწინებით, როგორებიცაა: ფულის გათეთრების რისკების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება; საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მისი სამართლებრივი საფუძვლები; ციფრული მიკვლევადობა, მათ შორის ბლოკჩეინ სისტემებში; ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ ამოქმედებული ციფრული გადახდების საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო და ა.შ.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, კონკრეტული მიმართულებით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Tether-ის შესახებ (USD₮)

Tether არის გამორჩეული, სტაბილური კრიპტოვალუტა და პიონერი კომპანიაა ფინანსური თავისუფლებისა და ინოვაციების კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური გარემოს რევოლუციას. კომპანიის მისიაა უზრუნველყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეფექტური ფინანსური, საკომუნიკაციო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. Tether უზრუნველყოფს ფინანსურ ჩართულობას, კომუნიკაციის მდგრადობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და აძლიერებს როგორც ინდივიდებს ასევე ბიზნესს სექტორს.

Როგორც ყველაზე დიდი და გამჭვირვალე, ლიკვიდური სტაბილური კრიპტოვალუტა ინდუსტრიაში, Tether აშენებს მდგრად ინფრასტრუქტურას, რათა დაეხმაროს საზოგადოებას, შექმნას თანამედროვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, რომელიც შეავსებს ყველა იმ დანაკლისს, რაც გააჩნია ტრადიციულ საფინანსო სისტემას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი