Sponsored Content

საქართველოში Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

POLO RALPH LAUREN

2023 წლის 25 მარტს Ralph Lauren-მა საქართველოში თავისი პირველი მაღაზია გახსნა, რომელიც სითი მოლი საბურთალოს სივრცეში მდებარეობს. Polo Ralph Lauren-ის მაღაზიაში წარმოდგენილია მამაკაცის ხაზი.

მაღაზიის დიზაინი აერთიანებს გარე აქტივობებისა და კოლეჯის სპორტის ელემენტებს. მუხის დაძველებული იატაკი და ხის პანელებით მოპირკეთებული კედელი ერწყმის როგორც ანტიკითა და ვინტაჟით შთაგონებულ ვიტრინებსა და მაგიდებს, ისე ხელოვნებისა და დეკორატიული ნივთების ეკლექტურ კომბინაციას. მაღაზიის ესთეტიკა Polo Ralph Lauren-ის ბრენდს ასახავს - რომელიც კლასიკურიც არის და არაფორმალური, განმსჭვალული თანამედროვე, ენერგიული სულისკვეთებით.

საქართველოში მაღაზიის გახსნა Ralph Lauren Corporation-ის (NYSE:RL) სტრატეგია ''Next Great Chapter: Accelerate''-ს ეფუძნება, რომლის ნაწილიც ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში მიზნობრივ გაფართოებაზე კონცენტრირებაა. კომპანიაში სჯერათ განვითარებული ეკოსისტემების შექმნის, რომლებიც მოიცავს როგორც ციფრულ პლატფორმებს, ისე ფიზიკურ მაღაზიებს და Ralph Lauren-ის სამყაროს მოხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში ხელმისაწვდომს ხდის.

ადგილმდებარეობა:
სითი მოლი საბურთალო,
თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები:
10:00 a.m.- 10:00 p.m.

ტელეფონი:
+995551448810

მედია კონტაქტი
Nika Kvrivishvili- nika.kvrivishvili@leadersystem.ge

RALPH LAUREN CORPORATION-ის შესახებ
Ralph Lauren Corporation (NYSE:RL) გლობალური ლიდერია დიზაინში, მარკეტინგში და მდიდრული ცხოვრების სტილის პროდუქტების დისტრიბუციაში ხუთი მიმართულებით: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი & აქსესუარები, სახლი, სუნამოები და "ჰოსფითალითი." 50 წელზე მეტია Ralph Lauren-ი ავთენტური და მარადიული სტილის საშუალებით უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებას შთააგონებს. მისი რეპუტაცია და გამორჩეული იმიჯი პროდუქტების, ბრენდების, სადისტრიბუციო არხებისა და საერთაშორისო ბაზრების ფართო სპექტრში ვლინდება. კომპანიის ბრენდების სახელები - რომელთა შორისაც სხვებთან ერთად არის: Ralph Lauren, Ralph Lauren Collection, Ralph Lauren Purple Label, Polo Ralph Lauren, Double RL, Lauren Ralph Lauren, Polo Ralph Lauren Children და Chaps - სამომხმარებლო ბრენდების მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ აღიარებულ ოჯახს წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს: https://corporate.ralphlauren.com