Get All Access for $5/mo

საქართველოში პროექტი GDA – Georgian Drivers Academy იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GDA

საქართველოში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას ბევრად დააჩქარებს. პროექტის ინიციატორი საქართველოში დაფუძნებული პროტოკოლური სატრანსპორტო მომსახურების კომპანია Rento Group-ია, რომელიც აღნიშნულ პროექტს კომპანია Opera Management-თან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით GDA – Georgian Drivers Academy 27 თებერვალს სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში გაიმართა. პროექტი ქვეყანაში სატრანსპორტო მომსახურების დახვეწასა და უმაღლეს საფეხურზე აყვანას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის ტრენინგების ციკლი, რომელიც მონაწილეთა ცოდნისა და უნარების გაძლიერებისკენაა მიმართული. პროექტი ასევე მოიცავს ინგლისური ენის კურსებს, სატრანსპორტო სერვისპროტოკოლს, საერთაშორისო ეტიკეტისა და ქცევის კოდექსის დეტალურ სწავლებას. მძღოლები გაივლიან პირველადი დახმარების თეორიულ-პრაქტიკულ სასერტიფიკატო კურსსაც.

პროგრამა შემუშავდა მომსახურების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სხვადასხვა სექტორის ექსპერტთა აქტიური ჩართულობითა და რეკომენდაციებით. GDA-ის ოფიციალურ მხარდამჭერ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არიან საქართველოს განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერია.

Rento Group-ი საქართველოში თანამედროვე მენეჯერული პრინციპებითა და საერთაშორისო სტანდარტით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში სატრანსპორტო მომსახურების ინდუსტრიას ავითარებს. კომპანია ბაზარზე 2019 წლის ზაფხულში გამოჩნდა და ზრდის სწრაფი დინამიკით გამოირჩევა. თანამედროვე მომსახურების სტანდარტის შესაბამისად კი ბაზარს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას სთავაზობს.

Opera management-ი იტალიური მენეჯმენტის მოდელზე დაფუძნებული ივენთკომპანიაა, რომელიც ფართომასშტაბიანი კორპორაციული და პერსონალური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიმართულებით მუშაობს. საშუალო და მსხვილი ზომის ორგანიზაციებს კი არაერთი სერვისით უწევს მხარდაჭერას.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია