საქართველოში ყველაზე დიდი სარემონტო მასალების შოურუმი 25 წლისაა - რას სთავაზობს "ჯაოკენი" მომხმარებლებს? კომპანიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირდებით, მხოლოდ 1-2 ოქტომბერს, "ჯაოკენის" ყველა ფილიალში გრანდიოზული ფასდაკლება იგეგმება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
განახლებულ რემონტსა და თქვენი გემოვნებით შერჩეულ დიზაინს სახლი სრულყოფილებამდე მიჰყავს, ხარისხიანი პროდუქცია კი გრძელვადიანი კომფორტის გარანტია. სწორედ ამ მიდგომით, მომხმარებელთა კომფორტისთვისა და სახლის სრულყოფისთვის, 25 წლის წინ კომპანია "ჯაოკენმა" საქართველოში ყველაზე დიდი სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი გახსნა. მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ქვეყანაში და მომხმარებელს უმაღლესი სტანდარტის პროდუქციას სთავაზობს. კომპანიაში კარგად ესმით, რომ თითოეული მომხმარებელი ინდივიდუალურია, შესაბამისად, მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად "ჯაოკენი" პროდუქციის ფართო ასორტიმენტს აერთიანებს: კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები, ლამინირებული იატაკი, პარკეტი, შპალერი, ლაქ-საღებავები, სანტექნიკა, სააბაზანო ოთახის ავეჯი და სხვა აქსესუარები. დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი "ჯაოკენის" შოურუმები, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი.
25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მხოლოდ 1-2 ოქტომბერს გრანდიოზული ფასდაკლება იგეგმება. ორი დღის განმავლობაში მომხმარებელს კომპანიის სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლების გამოყენება შეეძლება. ამასთან, "ჯაოკენის" ყველა ფილიალში ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შანსი, გახდეს იღბლიანი მეასე მომხმარებელი და მოიგოს 100%-იანი ქეშბექი. აგრეთვე, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ შოურუმის ოფიციალურ გახსნის ცერემონიას, რომელიც 1 ოქტომბერს 10:00 საათზე, ცნობილ დიზაინერებთან და პარტნიორებთან ერთად გაიმართება თბილისის ფილიალში.
შოურუმის ფილიალებში სტუმრობა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი: აღმაშენებლის ხეივანი 180
- ქუთაისი: ნიკეას ქ.42
- სენაკი: ჭყონდიდელის ქ.10
- ბათუმი: შავშეთის ქ.60
- თელავი: დავითაშვილის ქ.4
"ჯაოკენის შექმნის იდეა გაჩნდა კომპანიის დამფუძნებლებისგან, რომლებიც უკვე იყვნენ ჩართულნი სარემონტო მასალების ბიზნესში. იმ პერიოდში ქართულ ბაზარზე შემოდიოდა ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან. სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იდეა, ადგილობრივ ბაზარზე წარმოგვედგინა ევროპული ხარისხის სარემონტო მასალები და გავხდით ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელმაც განახორციელა ესპანური კერამიკული ფილებისა და გერმანული შპალერის იმპორტი საქართველოში.
რაც შეეხება კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობას, ყველაზე მთავარი ნდობაა. "ჯაოკენმა" თავისი 25 წლის მოღვაწეობით ბაზარზე, მოიპოვა ნდობა მომხმარებლებში და მათ იციან, რომ ჩვენი კომპანიის ყველა ფილიალში ექსკლუზიურ, ევროპულ, ხარისხიან და ეკოლოგიურ მასალასთან ერთად, დახვდებათ მეგობრული პერსონალი - სასარგებლო რჩევებით. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანებს გაუმარტივოს ის რთული პროცესი, რაც დაკავშირებულია პროდუქციის შერჩევასთან. ვეხმარებით მასალების სწორად დათვლაშიც, ვინაიდან, გვსურს, მომხმარებელმა შეიძინოს ზუსტად საჭირო რაოდენობა - არ გადაიხადოს ზედმეტად ან არ დააკლდეს კონკრეტული პროდუქცია", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნანა ქვაჩახია, "ჯაოკენის" გენერალური მენეჯერი.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც გუნდური მუშაობით ვერ გადალახავენ. ამ ყველაფერში კი, მთავარი მოტივატორი - ისევ და ისევ, კმაყოფილი მომხმარებელია. რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, "ჯაოკენი" პროდუქციის ნაირსახეობის გაზრდას გეგმავს და ამასთან, მომხმარებლებს შესთავაზებენ სხვადასხვა დამატებით სერვისს, რაც დაკავშირებული იქნება რემონტთან და სარემონტო სამუშაოებთან.
"გვსურს რომ ჯაოკენი გახდეს ბრენდი, რომელის ხსენებაზეც ადამიანებს ხარისხი და კომფორტი გაახსენდებათ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, იმისათვის რომ მომხმარებლებს მივაწოდოთ ღირებული კონტენტი, მეტი კომფორტისთვის შევქმნათ ხარისხიანი საკომუნიკაციო არხები, მაქსიმალურად გავუმარტივოთ რემონტის პროცესი და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი." - მარიამ ჯაკობია, მარკეტინგის ხელმძღვანელი