საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.
საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე 10-მდე სამკერვალო ფაბრიკამ დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილის" მიერ წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად დღეს იქნება და ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ფოთში კომპანია "აჭარა ტექსტილის" საწარმოს ეწვევა პროცესის ადგილზე გასაცნობად.