Get All Access for $5/mo

საქართველოში პირველად, Adobe მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩატარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

საქართველოში პირველად, Adobe მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოში ჩატარდება.

IT აკადემია STEP-ისა და BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოში Adobe-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი გაიმართება.

Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდები მიიღებენ. აღნიშნულ ჩემპიონატში დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთვებიან.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს და Adobe Illustrator-ს და ან მათ მიერ არჩეულ კომბინაციას.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 23 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც, 2023 წლის 12 მაისამდე ჩააბარებენ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სასერტიფიკატო გამოცდას:

  • Adobe Certified Professional Visual Communication - Adobe Photoshop-ის გამოყენებით;
  • Adobe Certified Professional in Graphic Design & Illustration - Adobe Illustrator-ის გამოყენებით.

გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით: I ადგილი - 8000 აშშ დოლარი, II ადგილი 4000 აშშ დოლარი, III ადგილი 2000 აშშ დოლარი.

დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე.

პროექტის პარტნიორები: TBC, GITA, ACAG, Marketer.

პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი: Lenovo.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"