Sponsored Content

საქართველოში პირველად HR შესაბამისობის| HR Compliance სისტემა შეიქმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისობა რეალურ პრაქტიკაში ღირსეული, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ შრომით გარემოს ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. 2019 წელს დაწყებული რეფორმის შედეგად, საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებას გულისხმობს. თუმცა, ბიზნეს პრაქტიკების და ორგანიზაციული პროცესების შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა კვლავაც გამოწვევად რჩება, არსებობს არაერთგვანოვანი პრაქტიკები და გამოწვევები, რომელიც რეალურ პრაქტიკაში კანონმდებლობის აღსრულებას აფერხებს. სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად, ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის - ICDC ინიციატივით შემუშავდა პროექტი, სახელწოდებით "შრომის რეფორმის წარმატებით განხორციელების ეფექტური მექანიზმების დანერგვა ბიზნეს პრაქტიკაში", რომლის მიზანია HR შესაბამისობის I HR Compliance ინოვაციური სისტემის დანერგვა საქართველოში და შრომით ურთიერთობებში ჩართული მხარეების გაძლიერება. პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.

HR შესაბამისობის I HR Compliance ინოვაციური სისტემის დანერგვის მიზნით, ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრმა I ICDC განახორციელა:

  • კვლევა და ადვოკატირება: რომლის ფარგლებშიც მოხდა შრომის კანონმდებლობის რეალურ პრაქტიკაში იმპლემენტაციის ხელის შემშლელი გარემოებების იდენტიფიცირება და თანმდევი პრობლემების აღმფხვრის მხარდასაჭერად, პრაქტიკული მიდგომებისა და რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის შედეგად გამოვლენილ მწვავე პრობლემებთან მიმართებაში სხვადასხვა დაინტერესებულ მახრეებთან კოორდინაციით განხორციელდა საჯარო-კერძო დიალოგი.
  • HR შესაბამისობის სისტემის ელემენტების შემუშავება: პროექტის ფარგლებში შეიქმნა HR შესაბამისობის მიმართულებით ორგანიზაციული სისტემების (HR სისტემების - შრომითი ურთიერთობების ნაწილში) დიაგნოსტირების მექანიზმების და დიაგნოსტირების ინსტრუმენტების პაკეტი, HR შესაბამისობის სერვისი და პროდუქტი, რომელიც ორგანიზაციებში, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის მხარდაჭერას ახდეს, როგორც ორგანიზაციის პოლიტიკებისა და შიდა მარეგულირებელი პროცედურების, ასევე საოპერაციო დონეზე - ყოველდღიურ პრაქტიკასა და მიდგომებში.
  • HR შესაბამისობის სისტემის მდგრადობის მიდგობის მხარდაჭერის მექანიზმის შემუშავება: სისტემის ელემენტების უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნა საქართველოში პირველი - HR შესაბამისობის პროფესიონალების მომზადებისა და სერტიფიცირების მიდგომის შემუშავება, რაც თავის თავში მოიცავს: სასერტიფიკატო პროგრამის შექმნას, პროგრამის შერჩეული მონაწილების გადამზადებას და შედგომ სერტიფიცირებას. გადამზადებული და სერტიფიცირებული პროფესიონალებისათვის იქმნება პროფესიული პლატფორმა, რომელიც ხდება გამოცდილების ურთიერთგაზიარების, სერვისისა და პროდუქტის დახვეწისა და სრულყოფის, HR შესაბამისობის სისტემის ელემენტების მუდმივი განვითარების და პლატფორმაში ჩართული პროფესიონალების უწყვეტი სწავლისა და განვითარების სისტემური, მდგრადი მექანიზმი.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საჯარო - კერძო დიალოგის ციკლი განხორციელდა. ბიზნეს და დარგობრივი ბიზნეს გარეთიანებების, შრომის ინსპექციის, სახალხო დამცველის ოფისის, შრომის სამართლის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და სქართველოში პირველი - სერტიფიცირებული HR შესაბამისობის პროფესიონალების ჩართულობით, ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის ორგანიზებით HR შესაბამისობის I HR compliance მდგრადი სისტემის დანერგვის მიზნით საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს:

  • " HR შესაბამისობის მნიშვნელობა ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებში".
  • HR შესაბამისობის მნიშვნელობა შრომით დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებში".
  • " HR შესაბამისობის მნიშვნელობა შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებში".

შეხვედრაზე პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში განხილულ იქნა ICDC-ის მიერ მომზადებული ინიციატივები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული პროექტის ფარგლებში შექმნილი - HR Compliance I შესაბამისობის სისტემის მდგარდობასთან:

  • დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის შრომის ისპექციას, ბიზნეს გარეთიანებების, შრომის სამართლის ექსპერტებისა და HR შესაბამისობის პროფესიონალების შორის პრაქტიკული კოოპერაციის პლატფორმის ჩამოყალიბება. HR Compliance I შესაბამისობის სისტემის განვითარების მიმართულებით პრაქტიკული კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა - კვლევების, პრაქტიკაში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
  • HR Compliance I შესაბამისობის პროფესიონალების უწყვეტი პროფესიული განვითარების მექანიზმის - სასერტიფიკატო პროგრამისა და სერტიფიცირების სისტემის მიმართულებით თანამშრომლობა;
  • HR Compliance I შესაბამისობის და შესაბამისობის სერვისის და პროდუქტის შედგომი განვითარების მიმართულებით კოოპერაცია - დოკუმენტების პაკეტები, დიაგნოსტირების ინსტრუმენტი და ორგანიზაციული მექანიზმების სრულყოფის მიმართულებით თანამშრომლობა.

დიალოგში მონაწილე ,მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია დაინტერესებული მახარეების პარტნირობითა და შრომის სამართლის ექსპერტების ჩართულობით აეწყოს კოორდინაციის მქანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს შრომით ურთიერთობების პროცესში, ყოვედღიურ ბიზნეს პრაქტიკებში დაფიქსირებული ქეისებზე შეთანხმებული მიდგომებით რეაგირებას.

შრომის კანონმდებლობის პრეცენდენტული პრატიკიდან გამომდინარე, ICDC არ დაიშურებს ძალისხმვას, რომ ნებისმიერ პრაქტიკაში დაფიქსირებულ გამოწვევას, პრბლემას, ინციდენტს მოყვეს ეფექტური და ეფექტიანი გადაწყვეტის წინადადება, შეთავაზება, მიდგომა, რომელიც თავიდანვე იქნება კოორდინირებულად შეთანხმებული მხარეებს შორის. ეს კი ყველაზე პრინციპული შედეგების მოტანის შესაძლებლობა იქნება, რათა ბიზნესმა თავიდან აიცილოს არათანმიმდევრული პრაქტიკები და შრომის კანონმდებლობის რეალურ პრაქტიკაში სხვადასხვაგვარივანი ინტერპრეტაციების რისკები, მოხდება ასეთი რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ICDC გეგმავს საჯარო სექტორის წარმომადგენლების, მათ შორის შრომის ინსპექციის და შრომის სამართლის მიმართულების ექსპერტები/პროფესიონალების ჩართვას ამ პლატფორმაში. ყველაფერი ეს თავის მხრივ. ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ძალიან მკაფიო გზამკველვები, როგორ მოახდინოს ამა თუ იმ შემთხვევაზე რეაგირება ისე, რომ დარჩეს შრომის კანონმდებლობის სივრცეში და უზრუნველყოს ღირსეული შრომის მიდგომების პრაქტიკაში გადატანა.