საკოლექციო დანიშნულების ევრო ბანკნოტი, "ევრო 8000" სპეციალური სერიული ნომრით 000888 აუქციონზე გაიყიდება!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "თრეჟარიუმისა" და ნიდერლანდებში არსებული სააუქციონო სახლის, Crown Currency-ის კოლაბორაციის ფარგელბში "ევრო 8000" სპეციალური სერიული ნომრებით აუქციონზე გაიყიდება! ქართული ღვინის ისტორიის უნიკალურობის საიდუმლო მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციაში მდგომარეობს, "ევრო 8000" კი აღნიშნულ მემკვიდრეობას განასახიერებს.

12 ივნისს, კოლექციონერებს ექნებათ უპრეცედენტო შესაძლებლობა, შეიძინონ სერიული ნომერი 000888 - "Solid-8" გამორჩეული ციფრთა კომბინაციის სპეციალური სერიული ნომერი, როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური სამყაროსთვის უსასრულობას, ჰარმონიასა და კეთილდღეობას განასახიერებს. ბონისტიკური თვალსაზრისით კი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სერიულ ნომრად ითვლება და მზარდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს.

გარდა ამისა, ივლისში კოლექციონერებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ბანკნოტი სერიული ნომრით — 001918. აღნიშნული ციფრთა კომბინაცია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს, პირველი რესპუბლიკის დაარსების წელს, უკავშირდება. 1918 წლის 26 მაისი არის დღე, რომელიც მუდამ გვახსენებს, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარი და უმთავრესი ღირებულებაა.
საქართველოს პირველი საკოლექციო დანიშნულების ევრო ბანკნოტი ლიმიტირებული ტირაჟით, 5000 ცალი დაიბეჭდა ნიდერლანდების დაცული ბეჭდვის, მაღალი უსაფრთხოების დაწესებულება Royal Joh. Enschedé-ში.
"ევრო 8000"-ის შექმნაზე ბანკნოტების მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში ჰოლანდიელი დიზაინერის, კრისტიან პეტერმანის ხელმძღვანელობით მუშაობდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გრავირება, ილუსტრაციები და დამცავი ნიშნები სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან. თავდაუზოგავი და კომპლექსური შრომის შედეგად მივიღეთ პირველი ქართული საკოლექციო დანიშნულების მქონე ბანკნოტი მხატვრული კომპოზიციის უნიკალური სიმბოლური ელემენტებითა და კულტურულ-ისტორიული კონტექსტით, რომელშიც ინტეგრირებულია დაცული ბეჭდვის მიმართულებით არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ელემენტები.

აქვე სიამაყით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის წლის აღმნიშვნელი სერიული ნომერი, (001991) ნიდერლანდებში, Crown Currency-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 3 500 ევროდ გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - www.crowncurrencyauctions.com
რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ - info@treasurium.com | +995 593 255 255