Get All Access for $5/mo

საკონდიტრო საცხობმა QooQy Bakery ფრანჩაიზის მოდელით პირველი ფილიალი გახსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

QooQy Bakery

საკონდიტრო-საცხობმა QooQy Bakery ფრანჩაიზის ხელშეკრულებით პირველი ფილიალი ჭავჭავაძის გამზ. 75-ში გახსნა. მთლიანობაში კომპანია ახლა 5 ფილიალს აერთიანებს.

ბრენდის განვითარებისთვის QooQy Bakery-მა ინვესტორებს ფრანჩაიზინგი ჯერ კიდევ 2022 წელს შესთავაზა. დამატებითი დეტალებისთვის Entrepreneur QooQy Bakery-ის თანადამფუძნებელ ილია გეფერიძეს დაუკავშირდა.

"Gepherrini-იდან ფრანჩაიზის დიდი გამოცდილება მაქვს, მათ შორის საზღვარგარეთ, 13 ქვეყანასთან. აქედან გამომდინარე, დავიწყე იმ შეცდომების გათვალისწინება და გავაკეთე ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ადაპტირებული იქნებოდა ქართულ რეალობასთან. მოცემულ მომენტში ჩვენი ბაზარი არ არის მზად ფრანჩაიზის მისაღებად, მაგრამ ვეცადეთ ისეთი ხელშეკრულება შეგვედგინა, რომელიც ქართულ რეალობას მოერგებოდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ახალ პარტნიორს არ ვგულისხმობ, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ მხრივ. შესაბამისად, გაგვიადვილდა მათთან ურთიერთობა", აღნიშნავს ილია გეფერიძე.

QooQy Bakery-ის ახალი ფილიალის თანადამფუძნებელი ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი მაიკო წერეთელია. მისი თქმით, ფრანჩაიზის აღნიშნული მოდელი მასზე მორგებული აღმოჩნდა და ბევრი ფიქრი არც დასჭირვებია. მაიკო იმედოვნებს, რომ ჭავჭავაძის 75 გურმანებისთვის მიზიდულობის ახალი ცენტრი გახდება, რადგან მომხმარებლებს ბევრ სიურპრიზს, სასიამოვნო გარემოსა და გემრიელ სიახლეებს ჰპირდებიან.

"ყოველთვის მინდოდა საკუთარი კაფე მქონოდა, მაგრამ იმის გამო, რომ კაფეს გახსნა დიდ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული და დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვერ ვახერხებდი ამ სურვილის ასრულებას. მოკლე დროში შევძელით ყველა დეტალზე შეთანხმება, ვიპოვეთ ძალიან კარგი ფართი ჭავჭავაძის 75-ში, სადაც ჩვენი ახალი ფილიალი უკვე წარმატებით მუშაობს. დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია სულ რაღაც ორ თვეში უკვე საკუთარი კაფე მაქვს, რაც, რომ არა ფრანჩაიზის მოდელი, წარმოუდგენელი იქნებოდა", აღნიშნავს მაიკო წერეთელი.

ამჟამად QooQy Bakery-ში ფრანჩაიზის ხელშეკრულებისთვის განაცხადების მიღება შეჩერებულია. მთლიანობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მათ 150 განაცხადი მიიღეს. ილია გეფერიძის თქმით, ამგვარი შეთანხმება კარგია, რადგან ის ვალდებულებების დივერსიფიცირებას ახდენს, კომპანიები კი საბანკო სექტორზე არ არიან დამოკიდებული. მსგავს მეთოდს ძალიან ხშირად მიმართავენ დასავლეთის ქვეყნები.

"მმართველობა მთლიანად ჩვენზეა, მათ შორის კადრების აყვანა, დატრენინგება, პროცესების მართვა, პროდუქციის მიწოდება, ერთნაირი საფასო პოლიტიკა. პოტენციური პარტნიორი მხოლოდ პასიური პარტნიორი ხდება, მისი ჩართვა რაიმე აქტივობაში საჭირო არ არის. ყველაფერს, რაც საჭიროა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, თანხა კი იმ პირისაა, რომელიც ჩვენი ბრენდის პარტნიორი ხდება კონკრეტულ ფილიალში", განმარტავს ილია გეფერიძე.

QooQy Bakery-ში 40-ზე მეტი სახეობის ორცხობილას, პურ-ფუნთუშეულის, დიაბეტური პროდუქციის, ყავის, ცივი სასმელებისა და სხვა უამრავი ტკბილეულობის შეძენაა შესაძლებელი. საკონდიტრო-საცხობი 2021 წელს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით გაიხსნა და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 400 000 ლარია.

"ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა საქართველოში განსხვავებული კონცეფციის საკონდიტრო-სახაბაზო საცხობი, სადაც მომხმარებლებს ევროპულ და ამერიკულ პურსა და ტკბილეულს შევთავაზებდით. აქ ჩვენ გაცოცხლებული გვაქვს ძირძველი ბრიტანული, ფრანგული, იტალიური ქუქისები, რომელი ზუსტად ისეა გადმოტანილი, როგორც ძირძველ რეცეპტებში. ამასთან, ჩვენ უმაღლესი ხარისხის ნედლეულს ვიყენებთ. ხარისხის გარდა, ჩვენი მიზანი უმაღლესი სერვისის შეთავაზება იყო. ეს ჩვენმა მომხმარებელმა დაინახა თითქმის 2 წელსაც არ ვითვლით და უკვე მეხუთე ფილიალი გავხსენით", ამბობს ილია გეფერიძე.

პირველი წარმატებული ფრანჩაიზის შემდეგ QooQy Bakery გაჩერებას არ გეგმავს − მომდევნო ლოკაცია ბათუმი იქნება. ფრანჩაიზის მოდელი კი თანდათანობით კომპანიაში დაინერგება. ამჟამად QooQy Bakery-ის მიზანია, 2024 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 15 ფილიალი გახსნას.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

Destiny Robotics - Megi Kavtaradze's entrepreneurial adventure in the USA

In 2021, Georgian entrepreneur Megi Kavtaradze founded Destiny Robotics, which currently operates in Florida, and which offers the latest technological changes to the international community.