Get All Access for $5/mo

საკურიერო მომსახურების ახალი კომპანიის - ''მიმოს'' და ''სტარტაპერის'' ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

#თიბისიშენთვის ფარგლებში, პროგრამა "სტარტაპერი" და საკურიერო მომსახურების ახალი კომპანია "მიმო" დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ერთობლივ ინიციატივას სთავაზობენ.

შეთავაზების ფარგლებში, პირველი 100 სტარტაპი, რომელიც "მიმოს" მომხმარებელი გახდება, საკურიერო მომსახურებას 1 თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

საკურიერო მომსახურების ციფრული კომპანია "მიმო", რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას, შეკვეთის ონლაინ რეჟიმში კონტროლსა და სწრაფი მიწოდების სერვისს სთავაზობს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე, "მიმოს" მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ბიზნესებისთვისაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კომპანიის სერვისების მიღებას უკვე ფიზიკურ პირებიც შეძლებენ.

"მიმოს" გუნდს 100 თანამშრომელი ქმნის. კომპანია 8 საფოსტო ოფისსა და 4 ტერმინალს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მიმოს" შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის - 032 2 050799; 032 2 050798, ასევე ელექტრონული ფოსტის: info@mimo.ge საშუალებით. უახლოეს მომავალში ამოქმედდება კომპანიის ვებ-გვერდიც.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან