Sales Consulting Group - როგორ გავზარდოთ კომპანიის გაყიდვები და მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დავით კიკვაძეს გაყიდვების საკონსულტაციო ჯგუფის (Sales Consulting Group) შექმნის იდეა მაშინ დაებადა, როდესაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობისას შენიშნა, რამდენად სჭირდებათ კომპანიებს სტრუქტურირებული, ციფრულად მხარდაჭერილი და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომები. მას შემდეგ, რაც საკონსულტაციო ჯგუფი ქართულ ბაზარზე გავიდა, დავით კიკვაძე გუნდთან ერთად კომპანიებს პროცესების ოპტიმიზაციასა და განვითარებაში ეხმარება, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაზარდონ ეფექტიანობა, გაყიდვები და მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხი.

Sales Consulting Group-ი ფოკუსირებულია კომპანიებისთვის სტრატეგიული და ოპერატიული მხარდაჭერის გაწევაზე, რომელიც მოიცავს:

  • გაყიდვების აუდიტს - არსებული პროცესების შეფასებას და გაუმჯობესების გზების შემუშავებას;
  • სტრატეგიებსა და რეკომენდაციებს - მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მიზნებისთვის;
  • პერსონალურ ბიზნესკონსულტაციას - კომპანიებისთვის უნიკალური გადაწყვეტილებების შეთავაზებას;
  • ბუღალტრული, იურიდიული და HR აუთსორსს - კომპანიის სხვადასხვა მიმართულების კომპლექსურად სამართავად.

ცოტა ხნის წინ Sales Consulting Group-მა მრავალფუნქციური CRM პლატფორმა, FollowUP-იც შექმნა. ახალი სისტემა აერთიანებს ტექნოლოგიას, რომელიც მაქსიმალურად აადვილებს ბიზნესპროცესებს. მისი მთავარი მიზანია, მნიშვნელოვნად დაზოგოს მომხმარებელთა დრო და რესურსები ავტომატიზაციისა და მონაცემების მართვის საშუალებით.

FollowUP-ის პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: გაყიდვების ავტომატიზაცია: ე.წ. Pipeline-ის მართვა და ლიდების გენერაცია, მარკეტინგის მართვა: Email და SMS კამპანიები, სოციალური მედიის პოსტინგი და მარკეტინგული ე.წ. Funnel-ების მართვა, მომხმარებელთან კომუნიკაცია: WhatsApp-ი და სხვა მესენჯერების ინტეგრაცია, AI მხარდაჭერა: ქართულ ენაზე მოსაუბრე AI ასისტენტი, რომელიც მარკეტინგულ და პროცესების ავტომატიზაციას გთავაზობთ, სტატისტიკა და რეპორტინგი: გაყიდვების ეფექტიანობისა და ROI-ის ანალიზი, დოკუმენტების ავტომატიზაცია: ინვოისებისა და ხელშეკრულებების გენერაცია და ციფრული ხელმოწერა და სხვა.

"ჩვენი იდეა იყო ინოვაციისა და გამოცდილების კომბინაციით ისეთი პლატფორმისა და სერვისების შექმნა, რომლებიც ყოველდღიურად ცვლის ჩვენი მომხმარებლების მუშაობის წესს და მათ ბიზნესს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.

ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მომხმარებლების დარწმუნება, რომ ციფრული ტრანსფორმაცია არა მხოლოდ მოდური ტენდენციაა, არამედ აუცილებლობა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას. ეს გამოწვევა განსაკუთრებით იგრძნობოდა მცირე და საშუალო ბიზნესებში, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ ციფრულ სისტემებზე გადასვლას. თუმცა, ჩვენი გუნდის გამოცდილებამ და ინდივიდუალურმა მიდგომამ საშუალება მოგვცა, მათ დავანახვოთ რეალური სარგებელი, რაც ჩვენს სერვისებსა და პლატფორმებს მოაქვთ. ჩვენი პირველი წარმატებული პროექტები სწორედ ამ გზავნილის მტკიცებულებად იქცა და დღეს უკვე 30-ზე მეტი პროექტით ვამაყობთ", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს დავით კიკვაძე.

გაყიდვების საკონსულტაციო ჯგუფის დამფუძნებლის აზრით, დღეს ბიზნესის დაწყება და განვითარება საქართველოში განსაკუთრებულ სიმამაცესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ გამოწვევასთან, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთანაცაა დაკავშირებული. დავით კიკვიძის განმარტებით, ამჟამად, როცა ქვეყანაში საზოგადოების ჯანსაღი პროტესტია აქტიური, ბიზნესებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ - მათ შორის, ახალი შესაძლებლობების შექმნაში, სტაბილურობის შენარჩუნებასა და ადამიანებისთვის მხარდაჭერის გაწევაში. სწორედ ამ კონტექსტში გაჩნდა ახალი ინიციატივა, FollowUP-ის უფასო დანერგვისა და ერთი თვის უფასოდ გამოყენების შეთავაზება.

"ეს ნაბიჯი ჩვენი მხრიდან არის მცდელობა, ხელი შევუწყოთ კომპანიებს, რომლებიც ასეთი რთული ვითარების მიუხედავად, ცდილობენ ზრდას, განვითარებას და ბაზარზე დარჩენას. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ კომერციული შედეგების მიღწევა, არამედ იმის დამტკიცება, რომ ბიზნესს შეუძლია იყოს სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ინსტიტუტი, რომელიც ეხმარება საზოგადოების გამოწვევების დაძლევაში. ეს გადაწყვეტილება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე პირადად ჩემთვის, არის პასუხისმგებლობის გამოხატულება იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ. აქვე დავაფიქსირებ, რომ საქართველოს ადგილი, ევროპაშია!" - აღნიშნავს რესპონდენტი.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმებს, 2025 წლისთვის გუნდის მიზანია, FollowUP-ის დახმარებით გააციფრულონ 100-ზე მეტი კომპანია და მათი ბიზნესპროცესები გახადონ ავტომატიზებული. ამ ეტაპზე პლატფორმა უკვე მოიცავს ისეთ მოწინავე ფუნქციებს, როგორიცაა: AI მხარდაჭერა (ქართულ ენაზე მოსაუბრე ინტელექტუალური ასისტენტი) და მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა პროცესების ავტომატიზაცია. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, უფრო ეფექტურად მართონ თავიანთი ბიზნესი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ საკუთარი შედეგები.

"ჩვენი კომპანია ასევე გეგმავს, გაზარდოს გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდი, გააძლიეროს ჩვენი გუნდური კულტურა და მოვიძიოთ ახალი ტალანტები. ამასთან, ვგეგმავთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას, რათა მათთან ერთად შევქმნათ წარმატების საერთო ისტორია.

ჩვენი საბოლოო მიზანია, საქართველო გავხადოთ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ციფრულად განვითარებული ქვეყანა ბიზნესის მართვის სფეროში", - სამომავლო გეგმებზე საუბრობს დავით კიკვაძე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ