Cyber Week Sale! 50% Off All Access

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სერდარ სუზუზი, INSPARK-ის აღმასრულებელი დირექტორი

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი, კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას. ადგილობრივ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაეცნონ INSPARK-ის გლობალურ გამოცდილებას და მსოფლიოში აღიარებულ პროგრამულ გადაწყვეტებს.

INSPARK-ის გადაწყვეტები Salesforce.com პლატფორმაზეა განთავსებული და დღესდღეობით მათ აქტიურად იყენებენ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. 1990 წლიდან INSPARK ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში ოპერირებს და ის ფოკუსირებულია ცოდნის, გამოცდილებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტილებებისა და სერვისების მიწოდებაზე.

INSPARK-ის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტები მოიცავს თანამშრომლობას ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებთან, როგორიცაა: წარმოება, საცალო ვაჭრობა, ელექტრონული კომერცია, ტექნოლოგიები, არასამთავრობო საქმიანობა, ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება, პროფესიული სერვისები და სხვ.

Trendyol, Carrefour, Coca-Cola, P&G, TAV, Bosch, Shell, Liberty, DHL, Diageo, Edenred, Migros, INNIO და სხვ. - ეს იმ გლობალური წამყვანი ბრენდების არასრული ჩამონათვალია, ვისთანაც INSPARK აქტიურად თანამშრომლობს. გარდა ამისა, INSPARK-ის პარტნიორთა მსხვილი ქსელი მოიცავს WWF-ს, Change.org-სა და 60 სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას.

რატომ შემოვიდა INSPARK საქართველოს ბაზარზე და რა გლობალური გეგმები აქვს საერთაშორისო კომპანიას? - ამ და სხვა საკითხებზე Entrepreneur INSPARK-ის აღმასრულებელ დირექტორს, სერდარ სუზუზს, ექსკლუზიურად ესაუბრა.

კომპანია INSPARK მსოფლიოშია აღიარებული, როგორც Salesforce-ის ერთ-ერთი ადრეული პარნიორი. რა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე, შემოსულიყავით ქართულ ბაზარზე და რა შესაძლებლობებს ხედავთ Salesforce-ის სერვისებისთვის?

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს მზარდი ეკონომიკა და მისი შემადგენელი ინდუსტრიების დინამიკური ზრდა იყო. საქართველო ჩვენთვის სტრატეგიული ქვეყანაა, ვინაიდან ის არის ხიდი ორ რეგიონს შორის და ამასთან, აქ ძალიან კარგი ადამიანური კაპიტალია. შესაბამისად, INSPARK-ისთვის საქართველოში იდეალური გარემოა საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად.

Salesforce-ისა და "ინსპარკის" გლობალური მისიაა, გააძლიეროს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პერსონალიზებული გადაწყვეტების იმპლემენტაცია ბიზნესში და ამით დაეხმაროს კომპანიებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი უფრო სწრაფად და ეფექტიანად.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ქართულ ბაზარზე შემოსვლისას და როგორ აქციეთ დაბრკოლებები ახალ შესაძლებლობად?

ერთ-ერთი გამოწვევა ინდუსტრიების მიხედვით ბაზრის საჭიროებების განსაზღვრა იყო. თუმცა ეს პროცესი საწყის ეტაპზე ყველა ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, ვინაიდან ჩვენი მისია სცილდება პროგრამული გადაწყვეტების დანერგვასა და იმპლემენტაციას.

"ინსპარკის" გუნდი აქტიურად არის ჩართული კომპანიის ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ ვუზიარებთ კომპანიებს ცოდნასა და წარმატებულ გამოცდილებებს მათივე ინდუსტრიებიდან. ამ გზით ვამარტივებთ მათთვის პროცესებს. ამჟამად ვმუშაობთ ქართულ კომპანიებთან ერთად, რომ გავიგოთ, რა სჭირდებათ დღეს ყველაზე მეტად უფრო სწრაფი განვითარებისთვის.

Salesforce Customer 360 მსოფლიოში საუკეთესო CRM პლატფორმად დასახელდა. როგორ იყენებენ კომპანიები მას კლიენტებთან ურთიერთობის გასაძლიერებლად?

Salesforce Customer 360 არის მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) ყოვლისმომცველი და პერსონალიზებული პლატფორმა. ის აერთიანებს ინფორმაციას კომპანიის სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის არის : გაყიდვები, მარკეტინგი, ფინანსები, მომხმარებელთა მომსახურება, კომერცია და სხვ. შესაბამისად, პლატფორმა საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, უკეთ გაანალიზონ საკუთარი მომხმარებლების ქცევა, წინასწარ განსაზღვრონ მათი სურვილები და, რაც მთავარია, უფრო ეფექტიანად და სწრაფად უპასუხონ მათ საჭიროებებს.

რა კონკრეტულ უპირატესობებსა და შედეგებს აღწევენ კომპანიები Salesforce Marketing Cloud-ში ინვესტიციით?

დღესდღეობით ადამიანებს უნდათ შეიძინონ არა მხოლოდ პროდუქტები, არამედ კომფორტული და საინტერესო გამოცდილებაც. სწორედ ამის საშუალებას იძლევა Salesforce Marketing Cloud, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და ეფექტიანად გააანალიზონ მომხმარებლის ქცევა და მიიღონ დეტალური ინფორმაცია მომხმარებლის სამომავლო მოლოდინების შესახებ.

რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს - სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, ვინც იყენებს Salesforce Marketing Cloud-ს, განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი (ROI) 20-დან 40%-მდე მერყეობს. Forrester-ის 2023 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, Salesforce Marketing Cloud-ის გამოყენების შედეგად, ზოგიერთმა კომპანიამ სარგებლიანობის 300%-იანი მაჩვენებელიც კი დააფიქსირა.

თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ Salesforce დანერგვის შედეგად "ინსპარკის" წარმატებული ქეისები?

ჩვენი პლატფორმიდან მთლიანობაში 300000-ზე მეტი გაყიდვის პუნქტი იმართება და საკმაოდ ბევრი წარმატებული ქეისი გვაქვს, თუმცა მათგან შეგვიძლია გამოვყოთ ისეთი დიდი ბრენდები, როგორიცაა: Coca-Cola, Carrefour და Trendyol.

Coca-Cola, თავის მხრივ, 11 ქვეყანაში მართავს ადგილობრივ მაღაზიებს, რესტორნებსა და სასტუმროებს. Trendyol 60 მილიონზე მეტ მომხმარებელთა ჩართულობას უზრუნველყოფს საკუთარ მობილურ აპლიკაციაში. Carrefour-მა მომხმარებლებისთვის ე.წ. Customer Journey შექმნა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი სამიზნე სეგმენტი საკმაოდ ფართოა და ყოველდღიურად უამრავ მომხმარებელზე ახდენს დადებით გავლენას.

INSPARK წარმატებით თამშრომლობს მსგავს ასობით კომპანიასთან და ეხმარება, მიაღწიონ წარმატებულ შედეგებს EMEA-ს (ევროპა, შუა აზია, აფრიკა) რეგიონში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე: www.inspark.com/en.

როგორ ფიქრობთ, რომელია ის სამიზნე აუდიტორია საქართველოში, რომლისთვისაც Salesforce-ის გადაწყვეტები მნიშვნელოვანია?

დღესდღეობით Salesforce-ის პროგრამულ გადაწყვეტებს აქტიურად იყენებენ კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ: ელექტრონული კომერციის, დაზღვევის, წარმოების, საცალო ვაჭრობის, თამაშების, სამომხმარებლო პროდუქტებისა და ფინანსურ სექტორებში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ეს ზემოთ ჩამოთვლილი ინდუსტრიები არ წარმოადგენს ჩვენს სეგმენტს.

Salesforce-ის გადაწყვეტების დანერგვა მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელსაც ესმის CRM-ის დანერგვის მნიშვნელოვნება და მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის გაუმჯობესება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სურს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამიზნე სეგმენტი შეზღუდული არ არის.

როგორ გეგმავს Inspark ქვეყანაში ბიზნესის მუდმივად ცვალებადი საჭიროებების დაკმაყოფილებას?

2023 წლის მდგომარეობით, ჩვენი პროგრამული გადაწყვეტებით, 120 მილიონი ადამიანისთის შევქმენით უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება. ჩვენი მიზანია, ეს რიცხვი 1 მილიარდამდე გავზარდოთ.

კომპანიებზე მორგებული ტექნოლოგიები და სასიკეთო გადაწყვეტები ადამიანის ცხოვრების ხარისხზეც აისახება. კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან, მუდმივად გააუმჯობესონ მოხმარებლებთან ურთიერთობა, წარმატებულები არიან.

მაგალითად, ჩვენი ხელშეწყობით, ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას საქართველოში შეუძლია ტრანსფორმაციული მოგზაურობა წამოიწყოს და საკუთარი სერვისები უფრო მარტივი გახადოს, გააძლიეროს მომხმარებლებთან ურთიერთობა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მიდგომები დანერგოს. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ეკონომიკის წინსვლაში. მათთვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური, უნიკალური გადაწყვეტა, სახელწოდებით - Quickspark.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სისწრაფე არსებითად გადამწყვეტია. Quickspark-ის პაკეტით კომპანიებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მაქსიმალურად სწრაფად დანერგონ Salesforce პლატფორმის მიერ შემოთავაზებული სერვისები. შედეგად, კომპანიებს შეუძლიათ 1 კვირის თავზე ერთიან პლატფორმაზე დაიწყონ ლიდების, მომხმარებლებისა და გაყიდვების მართვა. Quickspark-ის გადაწყვეტები შემუშავებულია Salesforce-ის ექსპერტებსა და სპეციალიზებულ კონსულტანტებთან თანამშრომლობით და თითოეული პროდუქტი, რასაც კომპანიებს ვთავაზობთ, არის სწრაფი, ბიუჯეტური და მოქნილი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ INSPARK-ის ექსპერტთა გუნდი მუდმივად მზადაა, ჩაუტაროს შესაბამისი ტრენინგები პერსონალს და მხარი დაუჭიროს კომპანიას ტრანსფორმაციის გზაზე - პირველი ნაბიჯებიდან პლატფორმის სრულ ინტეგრაციამდე.

გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. Inspark-მა 2011 წლიდან დღემდე არაკომერციული ორგანიზაციებისთვის 60-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა. ეს პროექტები მოიცავს დონაციისა და პროგრამის მენეჯმენტს, წევრობისა და კამპანიის მენეჯმენტს, ადმინისტრაციული პროცესების (ადამიანური რესურსების, ბიუჯეტის, შესყიდვების) მართვასა და ქოლცენტრების იმპლემენტაციას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თევზს ნუ მოგვცემთ. ანკესი მოგვეცით.

ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს