სამშენებლო სექტორის წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება "Caucasus Build" 17 აპრილს იხსნება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამშენებლო სექტორის წლის უმნიშვნელოვანესი, 3 დღიანი გამოფენა "Caucasus Build" 17-19 აპრილს გაიმართება და დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება 11:00–18:00 საათამდე.
ვისთვის იქნება საინტერესო გამოფენა?
- სამშენებლო/დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის
- მათთვის, ვინც გეგმავს მშენებლობის ან რემონტის დაწყებას
რა დაგხვდებათ გამოფენაზე:
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 200-მდე კომპანია — როგორც ქართული, ისე საერთაშორისო მწარმოებლები და დისტრიბუტორები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, პოლონეთი, ჩინეთი, იტალია, აზერბაიჯანი,ჩეხეთი,საბერძნეთი და საქართველო.
დამთვალიერებლებს დახვდებათ მრავალფეროვანი პროდუქციის ასორტიმენტი, მათ შორის:
- სამშენებლო და სარემონტო მასალები
- სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები
- ელექტრო და საინჟინრო სისტემები
- აუზების მოწყობის ტექნოლოგიები
- სხვა უამრავი ინოვაციური პროდუქტი
პარალელური ღონისძიება:
17 აპრილს, 11:30 ზე გამოფენის ფარგლებში ICCA-სთან პარტნიორობით გაიმართება პანელური დისკუსია:
"როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში –შესყიდვები და გადაწყვეტილებები"
მომხსენებლები:
- ინსი - ზვიად თოიძე , გენერალური დირექტორი
- ანაგი - ირაკლი გოგოლიშვილი, გენერალური დირექტორი
- ბლექ სი გრუპი - ამირან მამუჭაძე, დირექტორი
- სითიზენი - გოგა მაჭავარიანი, დირექტორი
- არსი - ბესო ორთოიძე
მოდერატორი: ირაკლი გიორგობიანი (ICCA)
მხარდამჭერი: თიბისი ბანკი
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!
გელით 17-19 აპრილს, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში!
გამოფენის ორგანიზატორია ექსპოჯორჯია