Get All Access for $5/mo

"სამშობლო შენი სახლია"- "დეკა დეველოპმენტის" ახალი ინიციატივა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

11 მაისს, ამერიკაში, ემიგრანტებისთვის გამართული სპექტაკლი სასიამოვნო მოულოდნელობით დასრულდა.

სპექტაკლის ერთ-ერთ მონაწილეს, ყველასათვის საყვარელ მსახიობს, ცუცა კაპანაძეს, 18-წლიანი ემიგრაციის შემდეგ "დეკა დეველოპმენტმა" თავის ერთ-ერთ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში საჩუქრად ბინა გადასცა.

"სამშობლო შენი სახლია" - ეს არის "დეკა დეველოპმენტის" ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პრობლემას, ემიგრაციას ეხმაურება. იმისთვის, რომ ეს ფრაზა რეალობად იქცეს, "დეკა დეველოპმენტმა" გადაწყვიტა, ყოველ წელს ერთი ემიგრანტი დააბრუნოს სამშობლოში.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  • დაემატოთ ჯგუფში - "დაგვიბრუნდი"
  • შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
  • გაგვიზიაროთ თქვენი ისტორია

წელიწადში ერთხელ "დეკა დეველოპმენტის" გუნდი, მოწვეულ ჟიურის წევრებთან ერთად, რომლის საპატიო წევრი იქნება ცუცა კაპანაძე, შეარჩევს გამარჯვებულს და საჩუქრად გადასცემს ბინას ერთ-ერთ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში.

კამპანიის ფარგლებში ნებისმიერი ემიგრანტი, რომელიც ჯგუფ "დაგვიბრუნდი"-ში იქნება გაწევრებული, შეძლებს განსაკუთრებული, მხოლოდ ემიგრანტებისთვის შექმნილი შეთავაზებებით, ფასებითა და გადახდის პირობებით სარგებლობას.

ჯგუფში დასამატებლად ეწვიეთ ბმულს: https://tinyurl.com/dagvibrundi

ყველა ემიგრანტს თავისი გზა აქვს გავლილი ემიგრაციაში. უკვე გვყავს ემიგრაციაში დაბადებული თაობებიც, რომლებსაც მშობლებისგან მოყოლილი ისტორიებითა და გაზიარებული ემოციებით გადაეცათ სამშობლოს სიყვარული. მიუხედავად დიდი სურვილისა, უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული დაბრუნება, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია - "სამშობლო შენი სახლია".

"დეკა დეველოპმენტის" გუნდი ზრუნავს, შექმნას ყველა საჭიროებაზე მორგებული, უმაღლესი ხარისხის, მყუდრო და თბილი გარემო, სადაც ადამიანები თავს ნამდვილად სახლში იგრძნობენ, - დეკა დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი, სოფო ნადირაძე.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო