Get All Access for $5/mo

Samsung-ი 2023 წლის მეორე კვარტლისთვის მოგების 96%-იან კლებას პროგნოზირებს, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Samsung Electronics-ის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური ანგარიშის თანახმად, კომპანიის საოპერაციო მოგება 0,5-0,7 მილიარდ ვონს შეადგენს (455 მილიონი აშშ დოლარი), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95%-ით ნაკლებია.

გაყიდვების მაჩვენებლები ასევე შემცირდა, როგორც კვარტალურად, ისე ყოველწლიურად. შეფასებით, მთლიანი შემოსავალი 59-იდან 61 ტრილიონი ვონია, რაც დაახლოებით $46 მილიარდს შეადგენს. ბოლოს Samsung-ს ასეთი დაბალი მოგება 2009 წლის პირველ კვარტალში ჰქონდა, როდესაც ეს რიცხვი 590 მილიარდ ვონს შეადგენდა.

რაც შეეხება მოგების შემცირების მიზეზს, ეს მეხსიერების ჩიპების წარმოების შემცირებულ მოთხოვნასა და ბოლოდროინდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება, თუმცა მეორე მხრივ უკრაინის ომი უკვე აღარ არის რეალური საბაბი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეხსიერების ჩიპებზე აღარ არის ისეთი მზარდი მოთხოვნა, როგორც ეს პანდემიის დროს იყო. ამიტომ Samsung-ი იძულებული გახდება საკუთარი სტრატეგიის დივერსიფიკაცია მოახდინოს, რათა კვლავ შეინარჩუნოს კომპანიის მაღალი შემოსავლები.

ფართო სურათის სანახავად კორეული კომპანია სრულ შედეგებს 27 ივლისს გამოაქვეყნებს.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"