Sponsored Content

სამუშაო გარემო, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, საკუთარი უნარები მსოფლიოს მასშტაბით გამოცადო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნელ-ნელა ორგანიზაციულ ოპერაციებს პროექტები ანაცვლებს და ეს უკანასკნელი ეკონომიკის მთავარი ძრავა ხდება. "ამ ცვლილებას, უკვე დიდი ხანია ველოდით", - ასე იწყება Harvard Business Review-ს ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც თანამედროვე სამყაროში ორგანიზაციებში მიმდინარე ცვლილებებზე გვაფიქრებს.

შეიძლება ითქვას, რომ კომპანიების მართვის მთავარი საფუძველი სამ პრინციპს - ეფექტურობას, პროდუქტიულობასა და სისწრაფეს ეფუძნება. შესაბამისად, ბიზნესის ყურადღება მიმართულია მოკლევადიან მიზნებსა და ამოცანებზე, რომლებიც შესრულებული სამუშაოს მოცულობის ზრდას ემსახურება. ამ შემთხვევაში, კომპანიაში ძირითადად იერარქიული კულტურა დომინირებს. ხოლო, თუ ორგანიზაცია საკუთარი გადაწყვეტილებების ცენტრად ინოვაციას, ტრანსფორმაციას და მოქნილობას აქცევს, ეს გრძელვადიან პერიოდში ღირებულების შექმნას განაპირობებს.

მომავალი კი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღირებულებების შექმნაზე ორიენტირებულ სტრატეგიას ეკუთვნის, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით არის შესაძლებელი პოზიტიური ცვლილების განხორციელება.

"პროექტებზე მიმართული ორგანიზაციები უფრო და უფრო დიდი წარმატებით ახდენენ მოკლევადიან პერიოდში შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის ზრდასა და გრძელვადიან პერიოდში ღირებულების შექმნას", - ვკითხულობთ სტატიაში.

შესაბამისად, გასაკვირი არც არის რომ დღეს პროექტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ სტრუქტურას უფრო მეტი კომპანია ანიჭებს უპირატესობას.

რას ნიშნავს პროექტებზე დაფუძნებული ორგანიზაციული სტრუქტურა?

პროექტებზე დაფუძნებული ორგანიზაციული სტრუქტურა ისეთ ბიზნეს მოდელს გულისხმობს, რომელიც პროცესების ცენტრად თავად პროექტებს და პროექტში შემავალ ამოცანებს აქცევს. ეს შესაძლებლობას აძლევს კომპანიას, ჰქონდეს უფრო მეტად მოქნილი სტრუქტურა და ეფექტურად გადაანაწილოს გუნდის წევრების როგორც ფიზიკური, ასევე ადამიანური რესურსი. რაც ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლები არ არიან მუდმივად მხოლოდ ერთი დეპარტამენტის ამოცანებზე ორიენტირებულნი, არამედ მათი ალოკაცია პროექტების მიხედვით ხდება.

პროექტის ზომის მიხედვით კი გუნდის წევრები შესაძლოა სრულ ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობდნენ.

კროს-ფუნქციური დავალებები

პროექტებზე დაფუძნებული ორგანიზაციული სტრუქტურის ერთ-ერთი მახასიათებელი კროს-ფუნქციური გუნდებია, რომელიც სხვადასხვა დეპარტამენტის წევრებს ერთი პროექტის გარშემო აერთიანებს.

ამ დროს განსხვავებული გამოცდილებისა და პროფესიის მქონე ადამიანები ერთობლივად მუშაობენ პროექტისთვის მრავალმხრივი და ინოვაციური გადაწყვეტების შექმნაზე. ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ მათ მიერ შემუშავებული პროექტები მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებას ახორციელებენ.

რა შესაძლებლობებს ქმნის პროექტებზე დაფუძნებულ ორგანიზაცია თანამშრომლებისთვის?

პროექტებისთვის შექმნილი გუნდი ხელს უწყობს თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდას და მათ საჭირო სტიმულებით უზრუნველყოფს.

ამასთან, კროს-ფუნქციური გუნდები თანამშრომლებს უბიძგებს, არ დარჩნენ საკუთარ კომფორტის ზონაში და აძლევს მათ შესაძლებლობას, ყოველწლიურად საკუთარი უნარები სხვადასხვა მიმართულებით გამოსცადონ, მიიღონ სხვადასხვა პროფესიული გამოცდილება და შეიძინონ განსხვავებული უნარები. ეს კი ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას. ეს კი შესაძლებლობას აძლევს გუნდის წევრებს, იფიქრონ უფრო მასშტაბურად, მიიღონ უფრო თამამი გადაწყვეტილებები, რაც პროექტის წარმატებას განაპირობებს.

ამასთან, გუნდური მუშაობის გამოცდილება ინკლუზიური გარემოს შექმნას და ინდივიდებში მიკუთვნებულობის შეგრძნების ჩამოყალიბებას განაპირობებს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კროს-ფუნქციური გუნდების მეშვეობით, კომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ, საკუთარი თავი არა მხოლოდ სხვა დეპარტამენტში, არამედ კომპანიის სხვა ფილიალებშიც გამოსცადონ, რომლებიც რიგ შემთხვევებში არა თუ სხვა ქალაქში, არამედ სხვა ქვეყანაში მდებარეობს.

როგორია საერთაშორისო კომპანიების გამოცდილება

ფილიპ მორის საქართველო აქტიურად ნერგავს პროექტზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ პრინციპს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობას აძლევს გუნდის წევრებს, საკუთარი შესაძლებლობები არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გამოსცადონ.

შესაბამისად, თანამშრომლები საკუთარ კარიერას გრძელვადიან პერიოდში ან დროებით მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ფილიპ მორისის ოფისებში აგრძელებენ. მოკლევადიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გუნდის წევრები იღებენ საერთაშორისო გუნდებთან მუშაობის გამოცდილებას და შემდეგ მიღებული ცოდნის იმპლემენტაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ.