Sponsored Content

სანი ჰოჯი: საქართველო ტრადიციასა და თანამედროვე მოლოდინებს შორის ბალანსს დიდი ხანია წარმატებით პოულობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2027 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი საქართველოში (IWSC 2027 Wine & Spirits Judging in Georgia) 23–28 ნოემბერს ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მეხუთედ გაიმართება. კონკურსი საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობით ეწყობა.

ტრადიციულად, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა შორის იქნებიან დიდი ბრიტანეთის წამყვანი ღვინის დიერები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები. მათი გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება

ქართულ მეღვინეობაში მიმდინარე ცვლილებებზე, ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი ჯიშების პოტენციალსა და იმ საჭიროებებზე, თუ რა სჭირდება ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად, სანი ჰოჯი გვესაუბრება, რომელიც წელსაც ჟიურის შემადგენლობაში იქნება და წლევანდელი კონკურსის ფარგლებში შეფასების პროცესში კიდევ ერთხელ ჩაერთვება.

  • რამდენიმე წელია, ქართული ღვინის განვითარების ტენდენციებს თვალს ადევნებთ. რომელ ცვლილებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად, არა მხოლოდ ხარისხის, არამედ იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ განსაზღვრავენ მწარმოებლები საკუთარი ღვინის სტილსა და იდენტობას?
  • ვხედავ, რომ ქართული ღვინის სტილი უფრო ადვილად აღსაქმელი და დასავლური გემოვნებისთვის მისაღები ხდება. დასავლეთ ევროპულმა გამოცდილებამ მეღვინეობაში გარკვეული ცვლილებების დანერგვას შეუწყო ხელი. მაგალითად, წითელი და ქარვისფერი ღვინის წარმოებისას ჭაჭაზე დაყოვნების (მაცერაციის) ხანგრძლივობა მცირდება, ალკოჰოლის შემცველობა კი, უფრო ზომიერი ხდება. ეს ადაპტაცია ქართული ღვინის იმიჯის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ქართულ ღვინოს პირველად აგემოვნებს და რომელსაც რამდენიმე ადვილად აღსაქმელი, თუმცა დასამახსოვრებელი ღვინო სჭირდება.
  • საქართველოს ადგილობრივი ჯიშების უჩვეულოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, რომელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო დონეზე ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი. თქვენი აზრით, რომელ ნაკლებად ცნობილ ჯიშს ან სტილს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი, რამაც შესაძლოა შეცვალოს საერთაშორისო წარმოდგენა ქართულ ღვინოზე?
  • ცოლიკოურის თეთრ ღვინოს, როგორც გასტრონომიულ ღვინოს, დიდი პოტენციალი აქვს. ის დახვეწილი და ნიუანსებით მდიდარია, გამოირჩევა სიღრმითა და სხეულით. ასევე მინდა, რომ მწვანის ჯიშები ერთმანეთისგან უფრო მკაფიოდ გაიმიჯნოს და მეტი აქცენტი გაკეთდეს მათ შორის განსხვავებებზე. საქართველოს ფარგლებს გარეთ ბევრს ჰგონია, რომ მწვანე ერთი ჯიშია, ამიტომ ამ მიმართულებით საგანმანათლებლო მუშაობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა.
  • პრემიუმ ღვინის გლობალურ ბაზარზე სულ უფრო იზრდება ინტერესი ისეთი ღვინის მიმართ, რომელშიც ტერუარი (ადგილ წარმოშობის თავისებურებები) მკაფიოდ იგრძნობა. ამავდროულად, მომხმარებელი ბალანსსა და სიმსუბუქესაც ელის. რამდენად კარგად ახერხებს ქართული ღვინო ტრადიციის, იდენტობისა და თანამედროვე მოლოდინების ერთმანეთთან შეთანხმებას?
  • საქართველო ტრადიციასა და თანამედროვე მოლოდინებს შორის ბალანსს დიდი ხანია წარმატებით პოულობს. მაგალითად, ღვინის უჟანგავი ფოლადის ავზებსა და მუხის კასრებში დაყენება შესაძლოა "ტრადიციული" არ იყოს, როგორც ქვევრის შემთვევაში. თუმცა ამ მეთოდებითაც შესაძლებელია ღვინის ბუნებრივი ხასიათისა და უძველეს ტრადიციებთან კავშირის შენარჩუნება. ამასთან, ღვინო ზედმეტად ტექნიკური არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ამის ცდუნება ნადმვილად არსებობს.
  • ~რა განასხვავებს ქართულ ღვინოს, რომელიც დეგუსტაციაზე შთაბეჭდილებას ტოვებს, იმ ღვინისგან, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი და გამორჩეული პოზიციის დაკავება შეუძლია?
  • ეს რთული, თუმცა ზუსტი ხელოვნებაა. პირველ რიგში, მთავარია, საკუთარ სტილს თამამად და გულწრფელად უერთგულო. საერთაშორისო ბაზარს, ძირითადად, ისეთი ღვინოები სჭირდება, როგორსაც სტუმრები ელიან, როგორც ჯიშის, ისე რეგიონის თვალსაზრისით. ამასთან, ღვინო ამ სტილის ნამდვილ, საეტალონო ნიმუშად უნდა აღიქმებოდეს და გაოცებდეს. თუ ამ სტილის 30 ღვინოს გვერდიგვერდ დააწყობთ, სწორედ ამან უნდა მიიქციოს განსაკუთრებული ყურადღება.

და ბოლოს, კონკურენცია დიდია, წამყვან სომელიეებსა და ბაიერებს კი დრო არ აქვთ. ამიტომ ღვინომ აუცილებლად უნდა დატოვოს შთაბეჭდილება. სამწუხაროდ, ამჟამად კონკურენტუნარიანობაში უდიდეს როლს ფასი თამაშობს. ეს სამი ფაქტორის ერთობლიობაა, რომლის დაბალანსებაც ძალიან რთულია.

  • გაიხსენეთ ღვინოები და ტენდენციები, რომლებიც წინა წლებში IWSC-ის ქართულ კონკურსზე ნახეთ. რას ელით წლევანდელი კონკურსისგან და რით შეიძლება განსხვავდებოდეს ის წინა წლებისგან?
  • იმედი მაქვს, საფერავისა და ჭაჭაზე დაყენებული ქარვისფერი ღვინოების შემდგომ განვითარებას ვიხილავ. ამ ღვინოების ხარისხი ყოველწლიურად სულ უფრო სტაბილური ხდება და ძალიან მაინტერესებს, რას აღმოვაჩენ წელს. გარდა ამისა, მინდა, მეტი ადგილობრივი ჯიში ვნახო. მაგალითად, ძელშავი, რომელიც ადგილობრივ წითელ ჯიშებს შორის უფრო მსუბუქი სტილით გამოირჩევა.