Get All Access for $5/mo

საპონი და სველი ხელსახოცი გიორგი შეშაბერიძისგან გიორგიმ დამზადების ტექნოლოგია ინტერნეტით ისწავლა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი შეშაბერიძე

"დორას" დამფუძნებელი, ჯუნიორ ანტრეპრენერი გიორგი შეშაბერიძე ახალ წამოწყებას აანონსებს, რომლის სრულფასოვნად გასახორციელებლად მხარდაჭერა სჭირდება. იდეა ერთჯერადი მინიატურული საპნებისა და ხელსახოცების წარმოებას გულისხმობს. ახალი პროდუქტის პირველი პროტოტიპი უკვე დამზადებულია, თუმცა სერიული წარმოების დასაწყებად, უფრო მეტი რესურსის მობილიზებაა საჭირო. ე.წ. მამალოების შემდეგ, გიორგიმ ორიგინალური საპნებისა და ერთჯერადი სველი ხელსახოცების დამზადება ინტერნეტის მეშვეობით, სხვადასხვა ვიდეოებისა და მასალების გაცნობით ისწავლა. ახალი პროდუქციის ლოგოც უკვე მზად აქვს. საპნებისა და ხელსახოცების მასიურად წარმოებისთვის, ნედლეულის გამოწერა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა საჭირო. მინიატურული საპნები და ერთჯერადი ხელსახოცები სატარებლად საკმაოდ კომფორტული იქნება და მფლობელის ჰიგიენურ კომფორტს ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს.

"ძალიან დამაინტერესა ამ საქმემ, თანაც უზომოდ საჭიროდ მიმაჩნია დღევანდელ ბაზარზე. საკმარისი ნედლეული ახლა რომ მქონდეს, 1 კვირაში პროდუქციის პირველი პარტია მზად მექნებოდა. ყალიბები საკმარისი მაქვს, თვითონაც ვაკეთებ და ნებისმიერი ფორმის საპონს დავამზადებ. საკმარისი მხარდაჭერა თუ მექნება, გაცილებით ბევრ საინტერესო რამეს შემოგთავაზებთ. ჩემი ორიგინალური ფიგურული საპნები კი, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით თავს ბავშვებს შეაყვარებს, რაც ხელების დაბანის პროცესს მათთვის უფრო სახალისოს გახდის", − ამბობს გიორგი შეშაბერიძე.

მინიატურული საპნებისა და სველი ერთჯერადი ხელსახოცების საქართველოში წარმოების დასაწყებად, ჯუნიორ ანტრეპრენერს პირველ ეტაპზე $3000 სჭირდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია