საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის Epica Awards-ის სამ კატეგორიაში გაიმარჯვა და 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Epica Awards-ის მიერ მინიჭებული მედლები შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა:
- Blood | Bank of Georgia - სააგენტო: Windfor's Agency; კატეგორია: Websites, ვერცხლის მედალი
- Kupata's Legacy - სააგენტო: GARNAMATAC; კატეგორია: Influencer & Creator Marketing, ბრინჯაოს მედალი
- Iveria - Independence issue - სააგენტო: Supermarket; კატეგორია: Publication Design, ბრინჯაოს მედალი
"Epica Awards-ის საერთაშორისო ჟიურის მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები 60 ქვეყნის 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა შეაფასა და სამ კატეგორიაში დაასახელა გამარჯვებულად. ეს აღიარება ერთგვარი დაფასებაა ჩვენი ძალისხმევისა და მისწრაფების - მუდმივად შევქმნათ ახალი სტანდარტი ბრენდის კომუნიკაციაში და მივცეთ ადამიანებს მოტივაცია, არ გაჩერდნენ. ამასთან, მინდა, მადლობა გადავუხადო კამპანიების იდეების შექმნისა და განხორციელების პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, კიდევ უფრო მასშტაბური კრეატიული კამპანიების განხორციელებას", - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
Epica Awards საერთაშორისო კრეატიული ჯილდოა, რომლის გამარჯვებულებსაც ჟურნალისტები ავლენენ - 200-ზე მეტი რედაქტორი და უფროსი ჟურნალისტი, 60 ქვეყნიდან. ობიექტურ შეფასებებზე დაყრდნობით კი ვლინდებიან გამორჩეული კრეატიული იდეების ავტორები.
Epica Awards 2025-ის ფარგლებში გამარჯვებულებად დასახელდნენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: კოკა-კოლა (იტალია), IKEA, Deutsche Telekom, Amazon Prime Video, McDonalds (იაპონია), Lufthansa, The Guardian და სხვა.