Sponsored Content

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, წელს, საქართველოს ბანკმა, 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, 30 საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა, რომელთა მეშვეობით 300 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალისა და მასწავლებლისთვის შექმნა განათლების, განვითარების და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა.

აღნიშნულ პროექტებს შორისაა:

საქართველოს ბანკის იდეათეკები, რომლებიც პარტნიორებთან ერთად იქმნება და 11 რეგიონის, 25 სკოლაში, 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლებისა და ახალი აღმოჩენების სივრცეზე, რომელიც აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით.

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა მოსწავლეებს აძლევს წვდომას STEM მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას. წელს STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, კურსი კი საუკეთესო შედეგის მქონე 700-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა.

STEM მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი და კომაროვი STEM ოლიმპიადასაც ახორციელებენ, რომელშიც წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.

ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადის "ევერესტის" ფარგლებში კი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, I-VI კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და უნარები მათემატიკის მიმართულებით. ოლიმპიადაში ყოველწლიურად 35 000 მოსწავლე მონაწილეობს, გამარჯვებულებს კი საქართველოს ბანკისგან ლეპტოპები გადაეცემათ.

Code IT საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და GITA-ს თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. ინიციატივის ფარგლებში, წელს 170 მოსწავლე გადამზადდა.