სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-მა Louvre Hotels Group MENA-ს საერთაშორისო დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Golden Tulip Design Tbilisi-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება. სასტუმრო დაჯილდოვდა ორ ნომინაციაში: "Your Voice! Hotel Best Scorer" და "Best Marketing Exposure".
კონკურსს ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვანი ჰოსპიტალიტი ჯგუფი Louvre Hotels Group MENA მართავს და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ბრენდულ სასტუმროებს სხვადასხვა ნომინაციაში გამოარჩევს. Louvre Hotels Group მსოფლიოს წამყვანი, ევროპის მასშტაბით სიდიდით მე-2 ჰოსპიტალითი ჯგუფია, რომელიც 70 ქვეყანაში 1700 სასტუმროს მართავს. ის წარმოადგენს Jin Jiang International-ის გლობალური ჯგუფის ნაწილს, რაც საერთაშორისო მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
აღნიშნული ჯილდოები სასტუმროს გენერალურ მენეჯერს, ელენე ოთარაშვილს, დუბაიში გამართულ ყოველწლიურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადაეცა.
"Best Marketing Exposure" - ეს პრესტიჟული ტიტული სასტუმროს მარკეტინგის გუნდის ბოლო პერიოდის მიღწევებს უსვამს ხაზს, აღნიშნავს წარმატებულ მარკეტინგულ სტრატეგიას, ბრენდის ეფექტურ პოზიციონირებას, ციფრული კომუნიკაციის გამორჩეულ მიდგომებს და ექსკლუზიურ ივენთებს.
რაც შეეხება მეორე ჯილდოს - "Your Voice! Hotel Best Scorer", ეს ნომინაცია ჯგუფის მასშტაბით თანამშრომლების კმაყოფილების კვლევაზეა დაფუძნებული. მიმდინარე წელს, Louvre Hotels Group MENA-ს ჯგუფში წარმოდგენილ სასტუმროებს შორის, სწორედ Golden Tulip Design Tbilisi-ის თანამშრომლების კმაყოფილების დონემ შეადგინა ყველაზე მაღალი 92%, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
ხატია მალანია, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
"ძალიან სასიხარულო ჯილდოა. ამ კონფიდენციალურმა კვლევამ, რომელიც ონლაინ ჩატარდა, დაადასტურა რომ ის მიდგომა და დამოკიდებულება, რაც გვაქვს თანამშრომლების მიმართ ეფექტური და შედეგიანია. როდესაც თანამშრომლების 92% გულწრფელად აფიქსირებს რომ მოსწონთ აქ მუშაობა, ეს გარემო და ურთიერთობები, ამაზე მეტი აღიარება მენეჯმენტისთვის არ არსებობს. ეს შედეგი ნამდვილად მოწმობს რომ სწორი გზით მივდივართ. ამ ჯილდოს მოპოვება გვაძლევს ძალას და მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებზე.
ელენე ოთარაშვილი, სასტუმროს გენერალური მენეჯერი:
"ეს აღიარება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ის ასახავს იმ ერთგულებას, პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ძალას, რაც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველია. ჩვენმა გუნდმა განახორციელა საერთაშორისო ბრენდის საუკეთესო სტრატეგიული პოზიციონირება და მისი წარმატებით მორგება ადგილობრივ ბაზარზე.
ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო არა მხოლოდ თანამედროვე კომფორტული სივრცის შექმნა, არამედ დაუვიწყარი შთაბეჭდილების და ემოციის ფორმირება ჩვენი სასტუმროს სტუმრებისთვის. მიღებული ჯილდო ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ, ჩვენი ინოვაციური მიდგომებით და სიყვარულით შესრულებული საქმით.
ნომინაციაში "Your Voice! Hotel Best Scorer" გამარჯვება აღნიშნავს, რომ ორგანიზაციაში სწორი კორპორატიული კულტურა გვაქვს, რაც გულწრფელად მოსწონთ და აღნიშნავენ ჩვენი გუნდის წევრები. თანამშრომლებისგან ონლაინ ჩატარებული კონფიდენციალური კვლევის დადებითი შედეგები, არის ყველაზე ღირებული და ძვირფასი შეფასება, რაც შეიძლება ორგანიზაციას ჰქონდეს.
ლიდერის მთავარი ძალა გუნდის გაძლიერებაში და მისი პოტენციალის განვითარებაშია. ჩემთვის, როგორც გენერალური მენეჯერისთვის, უდიდესი პატივია ვიყო ამ შემოქმედებითი მოგზაურობის ნაწილი.
მადლობა მინდა გადავუხადო სასტუმროს მფლობელი კომპანიის Block Group-ის მმართველ პარტნიორს, თორნიკე ჯანაშვილს, რომელმაც სრული ნდობა გამომიცხადა და მომცა თავისუფლება, განგვეხორციელებინა ჩვენი კრეატიული მიდგომები".
აღსანიშნავია, რომ Golden Tulip Design Tbilisi-თვის ეს პირველი ჯილდო არაა. სასტუმრომ ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე "საუკეთესო დიზაინ სასტუმროს" სტატუსი ორჯერ მოიპოვა, 2023 და 2024 წლებში. სასტუმრო ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს მრავალგზის გამარჯვებულიცაა.
Golden Tulip Design Tbilisi საინვესტიციო კომპანია Block Group-მა განახორციელა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე ოპერირების 30-წლიანი ისტორია აქვს. ამჟამად ჯგუფი ორ მსხვილ პროექტზე მუშაობს: მულტიფუნქციური კომპლექსი - Central Park Towers და Radisson-ის ბრენდის 180-ნომრიანი სასტუმრო თბილისის ცენტრში.