საწარმოთა ინსპექტირების პროცესის დასაჩქარებლად ცხადდება კონკურსი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო COVID-19-თან დაკავშირებული ბიზნეს რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე, საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსს აცხადებს.

იდეების კონკურსში მონაწილეობა ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განაცხადების მიღება 29 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი, გამარჯვებულები კი 1 მაისს გამოვლინდებიან. გამარჯვებულ იდეას/იდეებს ახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გამარჯვებული იდეის/იდეების ავტორები მიიღებენ დაფინანსებას, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 10,000 ლარს.

COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე ბიზნეს სექტორის გამართული ფუნქციონირებისათვის კომპანიებმა უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისად ეტაპობრივად უნდა გაიარონ შემოწმება, რათა მუშაობის აღდგენის ნებართვა აიღონ.

იდეების კონკურსის დახმარებით სახელმწიფო შეძლებს ინოვაციური გადაწყვეტილებებით გაამარტივოს ნებართვების გაცემის პროცესი და შეიქმნას შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/2xBuDGN

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა

ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.