Sponsored Content

საუკეთესო ციფრული ბანკის 2023 წელი: ინტერნეტ და მობილბანკის გუნდის წარმატების ფორმულა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ განვლილ წელს გადავავლებთ თვალს, ეს არ იყო მხოლოდ მიღწევების წელი. გასულ 12 თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოვიარეთ, რამაც შემდგომ განაპირობა ჩვენი წარმატება. 2023 წელი მთავრდება და ახლა სწორედ აქამდე გადადგმული ნაბიჯების შეფასებისა და მიღწეული შედეგებით ზეიმის დროა.

წლევანდელი წელი საქართველოს ბანკის მობილბანკისთვის გამორჩეული და შთამბეჭდავი იყო. გადავაჭარბეთ 1 300 000 ყოველთვიურად აქტიურ მომხმარებელს, რაც მობილბანკს საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებად ქართულ ციფრულ პროდუქტად აქცევს. ზრდა არ არის მხოლოდ რიცხვი, ეს ჩვენი აპლიკაციისადმი მომხმარებლების მაღალი ნდობის დასტურია. ამასთან ერთად საუკეთესო ციფრული ბანკი გავხდით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს აღიარება კი საქართველოში ციფრული ბანკინგის ევროპულ დონეს უსვამს ხაზს (ბევრ შემთხვევაში უკეთესსაც).

ახლა მინდა იმ 3 მთავარი საყრდენის შესახებ მოგიყვეთ, რამაც სირთულეებით სავსე გრძელ გზაზე არ გაგვაჩერა და გამარჯვებამდე მიგვიყვანა.

გუნდი

წარმატებული პროდუქტი არც რომელიმე ადამიანის კარგი იდეით იქმნება და არც მხოლოდ ვინმეს მენეჯერობით. არც უბრალოდ კომპეტენტური ადამიანების ერთობლიობაა საკმარისი. თუ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც წარმატებას მხოლოდ თავიანთ თავს უკავშირებენ, კარგად დაფიქრდით, სანამ ამას დაიჯერებთ.

არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ჩვენი გუნდი მაღალი კომპეტენციის მქონე უამრავი ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული, ეს ისედაც ცხადია. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და ემოციური ინტელექტით, რაც 100-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ პროფესიული კომპეტენცია. სწორედ იმ დღეების დამსახურებაა 2023 წლის წარმატება, როცა დილის 10 საათზე დეველოპერი მოიწერებოდა, რომ პროექტზე მუშაობა დათქმულ ვადაზე ადრე დაასრულა და ეს არა იმიტომ, რომ ვინმემ დაავალა, არამედ იმიტომ, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას და გუნდის დანარჩენი წევრების მხარდამჭერია.

ჩვენთან ფასდება პასუხისმგებლობის გრძნობა და ემპათიურობა, სწორედ ამ მიდგომების საფუძველზე გვყავს განსაკუთრებული ხალხი. ამ გამორჩეული ადამიანების კოლექტიური პასუხისმგებლობა განაპირობებს წინსვლასა და ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალების წარმატებულად გაშვებას, როგორებიც 24/7 ეგრევე გადარიცხვა, სასაჩუქრე ბარათები და მობილბანკის თამაშია.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და უდიდეს მადლობას გადავუხდი თითოეულ ადამიანს საქართველოს ბანკის ყველა დეპარტამენტიდან, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი პროდუქტის წარმატებაში.

გუნდურობა

ჩვენი გუნდის კულტურა დგას ისეთ ღირებულებებზე, როგორებიცაა: ღიაობა, პატივისცემა, მხარდაჭერა და გამბედაობა. ამ ღირებულებებს არ აქვს ოფიციალური სახე, არამედ გამოიხატება ჩვენი გუნდის ყოველდღიურობაში. მაგალითად, როდესაც ახალი გუნდის წევრი შემოგვიერთდება, მთელი გუნდი მთლიანად ამ ადამიანის მხარდასაჭერადაა მიმართული. ასეთი მიდგომები კი კიდევ უფრო აძლიერებს გუნდურობასა და მხარდაჭერის ღირებულებას.

გამბედაობა შეცდომების დაშვებისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის. ინოვაცია კი სწორედ შეცდომებისადმი შიშის დაძლევით იქმნება. გულახდილობასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს კულტურაში. სამუშაო პროცესში ნებისმიერი ტიპის აღმოჩენილი დისკომფორტი ყოველთვის ზიარდება, რაც მუდმივ გაუმჯობესებაში გვიწყობს ხელს.

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გუნდში სტრესსა და დაძაბულობას გვარიდებს. რაც არ უნდა გადავაცილოთ დედლაინს ან რაიმე შეცდომაც რომ გაგვეპაროს, ზედმეტი გართულების გარეშე გუნდი ყველა ნაბიჯზე გრძნობს პასუხისმგებლობას და ბუნებრივად ხდება ასეთი შემთხვევების მაქსიმალურად უმტკივნეულოდ აღმოფხვრა.

უკუკავშირი

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად კონცენტრირებული ვიყოთ მომხმარებლების პრობლემების მოგვარებაზე. წლის განმავლობაში უამრავ უკუკავშირს ვიღებთ სხვადასხვა არხის საშუალებით, რაც ყოველდღიურად ჩვენი გუნდის შიგნით ზიარდება. ასე მუდმივად გვიდევს ხელი მომხმარებლების მაჯისცემაზე, ამის შედეგად კი ვქმნით ისეთ ფუნქციონალებს, რომლებიც პირდაპირ ემსახურება მომხმარებლებისთვის ყოველდღიური პროცესების გამარტივებას.

მომხმარებლის პრობლემიდან ახალი ფუნქციონალის შექმნამდე ხანგრძლივი და კომპლექსური გზაა, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს პროცესი უფრო მოქნილი და დინამიკურია. ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოკლე დროში მოვახერხოთ სწორი ფუნქციონალის შექმნა. ამ ნაწილში კი დიზაინ ფიქრის პროცესი გვეხმარება.

როდესაც იდეების გენერაციის ეტაპზე ვართ, ყველა მიმართულებისგან ვისმენთ პერსპექტივებს, სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანების მოსაზრებების გაზიარებას კი საუკეთესო გამოსავლამდე მივყავართ. ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელია, შესაბამისად მოფიქრებულ გამოსავალს შემდეგ უკვე UX Research-ის დახმარებით მომხმარებლებთან ერთად ვტესტავთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ დეველოპმენტის გადაწყვეტილებას.

ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, უკვე გაშვებული ფუნქციონალზე დაკვირვება როგორც გამოყენების, ისე პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისითაც. ეს პროცესი გვეხმარება, რომ მუდმივად გავითვალისწინოთ მომხმარებლის უკუკავშირი და თუ რაიმეს გაუმჯობესებაა შესაძლებელი, უმოკლეს დროში გავაკეთოთ ეს.

განვლილი 2023 წლის შეფასებისას ვიაზრებთ, რომ ჩვენი წარმატება გაცილებით უფრო ფუნდამენტურმა საყრდენებმა განსაზღვრა, ვიდრე კარგმა იდეებმა ან თანამედროვე ეჯაილ მიდგომამ. ეს შედეგი ჩვენმა განსაკუთრებულმა ნიჭიერმა ხალხმა, ადაპტირებადმა პროცესებმა და ძლიერმა პროდუქტის კულტურამ განაპირობა. ამ სამმა საყრდენმა არა მხოლოდ განსაზღვრა ჩვენი წარსული, არამედ გაკვალა მომავლის გზა.

ჩვენს ძირითად გუნდს, ცენტრალური სისტემების გუნდებს, სტეიკჰოლდერებსა და ლოიალურ მომხმარებლებს შორის მჭიდრო კავშირმა მოგვიტანა საერთო წარმატება. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო ინოვაციურ და საუკეთესო გამოცდილებებს შემოგთავაზებთ, რადგან საუკეთესო ყოველთვის წინ არის.

ავტორი: საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკის ლიდი, ლუკა ქობალია