საზაფხულო სკოლა BTU-ში: EU for Energy Security and Renewable Energy
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პროგრამა წარმოადგენს ჟან მონეს მოდულის EU-Energy-SSDP-ის გაგრძელებას და მიზნად ისახავს მონაწილეების ცოდნის გაღრმავებას ევროკავშირის როლის შესახებ ენერგეტიკული უსაფრთხოების და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
პროგრამის მიმოხილვა
სამდღიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის, მწვანე ტრანსფორმაციისა და განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.
სასწავლო პროცესს გაუძღვებიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ექსპერტები. ინტერაქტიური ლექციები, ვორქშოპები და დისკუსიები ხელს შეუწყობს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას და ცოდნის ეფექტიან გაცვლას.
ძირითადი თემები და აქცენტები
- ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიების, სამართლებრივი ჩარჩოებისა და ინიციატივების ანალიზი;
- განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და მათი პრაქტიკული მნიშვნელობის განხილვა;
- ევროკავშირის პოლიტიკა და კანონმდებლობა მწვანე ტრანსფორმაციის კონტექსტში;
- საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის კავშირი ევროკავშირის გამოცდილებასთან;
- დისკუსიები ენერგეტიკული უსაფრთხოების გლობალურ ტრენდებსა და გამოწვევებზე;
- პრაქტიკული დავალებები, ქეისების ანალიზი და ჯგუფური სამუშაოები
- ქსელის გაფართოების შესაძლებლობა სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებთან.
საზაფხულო სკოლის სესიები 14 ივლისს დაიწყება და ჯამში 18 საათს გაგრძელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კამპუსში (ი.ჭავჭავაძის გამზირი N82.)
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 8 ივლისამდე